✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ერექციული დისფუნქციის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები მამაკაცებისათვის
სექსუალობის გამაძლიერებლები
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) სქესობრივ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის დროსაც მამაკაცს არ შესწევს უნარი მიაღწიოს და შეინარჩუნოს სქესობრივი აქტის განხორციელებისათვის საკმარისი ერექციის დონე.
ერექციული დისფუნქციამ ჩაანაცვლა მოძველებული ტერმინი იმპოტენცია, რომელიც დღეისათვის აღარ გამოიყენება, რადგანაც პრობლემის არსს ნათლად არ ასახავს.
მამაკაცთა უმეტესობას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ქონია ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭარბებული დატვირთვის, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღების, ან უბრალოდ გადაღლილობის გამო, თუმცა ერექციული დისფუნქციაზე (იმპოტენცია) ვსაუბრობთ, როდესაც პრობლემა ხანგრძლივად რჩება.
რა იწვევს ერექციულ დისფუნქციას?
ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) ვლინდება ნებისმიერ ასაკში. ბევრი თვლის, რომ ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) ასაკთან ერთად გარდაუვალია, თუმცა მიუხედავად ამისა, ერექციული დისფუნქციას (იმპოტენცია) საფუძვლად უდევს ესა თუ ის დაავადება ან ამ დაავადების გამო მიღებული მედიკამენტები. იშვიათად ერექციული დისფუნქციის მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემაც შეიძლება იყოს.
მიზეზები:
- ენდოკრინული დარღვევები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი (იწვევს ნეიროპათიას) და ჰიპოგონადიზმი (ჰიპოფიზი ან სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო ტესტოსტერონის დონის დაქვეითება), უროლოგიური დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე, სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებები, თირკმლებს ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და ჰორმონული დარღვევები
- ფსიქიკური მდგომარეობები – დეპრესია
- ქირურგიული ოპერაციები და ნევროლოგიური დარღვევები – თუ რაიმე მიზეზის გამო მოხდა ნერვების დაზიანება, რომელიც აკავშირებს სასქესო ასოს ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან, შესაძლოა განვითარდეს ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) . აღნიშნულის მიზეზი ხდება ოპერაციული ჩარევა წინამდებარე ჯირკვალზე, ზურგის ტვინის ან მენჯის ღრუს ორგანოების ტრავმა, ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და ალცჰაიმერის დაავადება
- სამკურნალო საშუალებები – სხვადასხვა დაავადებების დროს დანიშნული მედიკამენტები შესაძლოა გახდეს ერექციული დისფუნქციის (იმპოტენცია)მიზეზი, მათ შორის უნდა გამოვყოთ არტერიული წნევის, შაქრიანი დიაბეტის, დეპრესიული მდგომარეობების, ართრიტის, წყლულოვანი დაავადებებისა და ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები
- ცხოვრების წესი – თამბაქოს წევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება იწვევს
ერექციულ დისფუნქციას ((იმპოტენცია)
ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა
- ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლითაც ფასდება სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულების სისხლის მიმოქცევა, ვენური უკუდინება, სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზინების ნიშნები და ა.შ
- სასქესო ასოს ინერვაციის ტესტირება – სასქესო ასოს ნერვების ფუნქციონალური მდგომარეობის განსაზღვრისათვის მიმართავენ ბულბოკავერნოზული რეფლექსის ტესტირებას
- ღამის ერექციის შეფასება – ჯანმრთელ მამაკაცში ნორმაში ძილის დროს აღინიშნება ერექცია დაახლოებით 5-6 ჯერ. ღამის ერექციის გაქრობა მიუთითებს სასქესო ასოს ინერვაციის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე
- პენისის ბიოტეზიომეტრია – ვიბრაციის გამოყენებით ხდება პენისის მგრძნობელობისა და მისი ინერვაციის შეფასება
როგორ ავიცილოთ თავიდან ერექციული დისფუნქცია
- დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი, იკვებეთ სწორად და რეგულარულად, დაკავდით სპორტით
- უარი თქვით მავნე ჩვევებზე, თამბაქოსა და ალკოჰოლზე, განსაკუთრებით ნარკოტიკებზე
- არ გამოიყენოთ მედიკამენტები, რომლებიც ერექციის დარღვევბს იწვევენ ან აუცილებლობის შემთხვევაში მკაცრად დაიცავით ექიმის რეკომენდაციები. მიმართეთ გამოცდილ ექიმებს, ხომ
არ არის საშუალება ჩაანაცვლოთ პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ერექციულ დისფუნქციას (იმპოტენციას) - აუცილებლად მიმართეთ უროლოგს კონსულტაციისათვის მცირე მენჯისა და შორისის მიდამოს ტრავმის შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ უბნებზე ოპერაციული ჩარევისას, ასევე შაქრიანი დიაბეტთა და ჰიპერტონული დაავადების დროს
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“