✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ომეგა 3 ,,ამაზონზე”
დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
პენისის ერექცია ფიზიოლოგიური პროცესია, ამ დროს პენისი ერეგირებულ მდგომარეობაში გადადის, ივსება სისხლით, მაგრდება, იცვლის ფორმას, ზომას და მდგომარეობას. ერექციის წარმოშობა/განვითარებაში მონაწილეობენ ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ნერვული, ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი კომპონენტები.
ერექციული მექანიზმი
ერექციული მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს. პენისის სხეულში არის კავერნოზული სხეული (მღვიმოვანი სხეული), ორი მილოვანი სტრუქტურა, რომლებიც ერექციის დროს ივსება სისხლით. სისხლით ავსების შემდეგ პენისი დიდდება და მაგრდება.
პენისს ასევე სპონგიოზური სხეულიც აქვს, მის შიგნით გადის შადსადენი, რომელიც ერექციაში დიდ როლს არ თამაშობს. ის ერექციის დროს უცვლელი რჩება, რათა გამტარებლობის უნარი შეინარჩუნოს და ეაკულაციის დროს სპერმა გამოუშვას. თუმცა არსებობს შემთხვევები როდესაც სპონიოზური სხეული ერექციის დროს ცოტათი იცვლის ფორმას.
კავერნოზულ სხეულებს ქმნის კავერნული არტერიოლებისგან და არტერიების გლუვი კუნთებისგან შექმნილი ერექტიული ქსოვილი. მოდუნებულ მდგომარეობაში გლუვი კუნთები შეკუმშულია მუდმივი ტონუსის გამო. ერექტიული ქსოვილის ინერვაციაზე პასუხისმგებელია პარასიმპათიკური სისტემა და როცა პარასიმპათიკური წნული იგზნება, გამოთავისუფლდება აცეტილქოლინი, შემდეგ გამოიყოფა აზოტის ოქსიდი. კუნთების შეკუმშვისას პენისის სისხლისმიმოქცევა შენარჩუნებულია და მას მიეწოდება საკვები ნივთიერებები. სისხლის წნევა არის დაახლოებით 35 მმ- ვერცხლისწყლის სვეტით.
როდესაც ხდება ადამიანის აგზნება, გლუვი კუნთები დუნდებიან, გაფართოებულ არტერიოლებში შედის დიდი რაოდენობის სისხლი, პენისი კი გრძელდება და სქელდება მანამ სანამ თეთრი გარსი კარგად არ დაიჭიმება, იჭიმება ჩუჩა – რეტრაქცია. თეთრი გარსი(tunica albuginea) შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურაა, რომელიც გარს უქმნის პენისს. როცა თეთრი გარსი იჭიმება, ის აწვება მის ქვეშ მდებარე ვენურ წნულებს (ემისარული ვენების კომპრესია), ხდება ვენური უკუდინების შეფერხება და ერექცია ნარჩუნდება.
პენისის შიგნით წნევა 35 მმ/ვწს. დან იზრდება 90-100-მდე. როცა წნევა იცვლება პენისი აღმართულ მდგომარეობაში გადადის. ინტრაკავერნოზულ წნევას თავის მხრივ ზრდის ინშიოკავერნოზული კუნთის შეკუმშვა, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს ვენების კომპრესიას და პენისიდან სისხლის გადინებას. ერექცია სუსტდება და ქრება, როცა პარასიმპათიკური სისტემის სტიმულაცია შეწყდება და დაიწყება სიმპათიკური სისტემის სტიმულაცია, ეს იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას – ვაზოკონსტრიქციას. იწყება პენისიდან სისხლის გადინება, ვითარდება დეტიმენსცენცია ანუ ის სისხლით აღარ ივსება.
სისხლმომარაგება
პენისს ამარაგებს სასირცხო არტერიები, თეძოს შიგნითა არტერიების ტოტები. სასირცხო არტერიები იყოფა: კავერნოზულ (პენისის ღრმა), პენისის დორსალურ და ბულბოურეთრალ არტერიებად. კავერნოზული არტერიები საბოლოოდ იძლევიან ტოტებს და სპირალისებრ არტერიებს, რომელთა ნაწილიც პირდაპირ კავერნოზულ სივრცეში ბოლოვდება. სპირალურ არტერიებს გააჩნიათ სარქვლები და მუდმივ ტონუსიანი გლუვი წრიული კუნთები, სისხლი მათში მცირე რაოდენობით მოძრაობს, რადგან ხდება არტერიო-ვენური შუნტებით პირდაპირ ვენურ დინებაში გადასვლა(ღრმა დორსალური ვენა). პარასიმპატიკური სტიმულაციის დროს არტერიების ტონუსი იხსნება და მათში სისხლი მეტი რაოდენობით იწყებს დინებას.
ინერვაცია
პენისს ანერვირებს პარასიმპათიკური(S2-S4) და სიმპათიკური(T11-L2) და სომატური ნერვები. სიმპატიკური და პარასიმპატიკური ბოჭკოები ერთიანდებან ქვედა ჰიპოგასტრიულ წნულში. სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვები პენისში კავერნოზული ნერვების სახით შემოდიან, ქვედა ჰიპოგასტრიული განგლიონური წნული ადამიანის ორგანიზმში მდებარეობს რეტროპერიტონეულად სწორი ნაწლავის მახლობლად.
თავის ტვინში: ამიგდალა, პრეოპტიკური არეა, პარავენტრიკულური ბირთვები და ჰიპოთალამუსი, აგრეთვე პერიაკვადუქტალური რუხი ნივთიერება თამაშობს მნიშვნელოვან როლს პენისის ერექციაში. სენსორული ინფორმაცია მოდის ჯერ ამიგდალაში, შემდგომ პარავენტრიკულური ბირთვები, შემდგომ ჰიპოთალამუსი და ბოლოს პერიაკვადუქტალური რუხი ნივთიერება.
ერექციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სპირალური არტერიების დიალატაციას და კავერნოზული სხეულების კუნთების რელაქსაციას, რათა გაიზარდოს სივრცე კავერნოზულ სინუსებში და აივსოს ისინი სისხლით. პენისი როცა ზომაში იმატებს ვენური უკუდინება წყდება, ეს აძლიერებს და ახანგრძლივებს ერექციას.
მოდუნებული პენისის ზომას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია ერექციის დროს მისი ზომა. ხშირად დიდი პენისი ერეგირებულ მდგომარეობაში იმაზე ნაკლებად იზრდება, ვიდრე პატარა პენისი ერეგირებულ მდგომარეობაში. სქესობრივი მომწიფების შემდგომ (20 წლისთვის) პენისი რა ზომისაცაა იმ ზომის რჩება მთელი ცხოვრება. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
…