რა არის ერექცია?

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

ერექციული დისფუნქციის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები მამაკაცებისათვის
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის გამახანგრძლივებელი სპრეი  
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები

ერექცია (ლათ.”erectio” – გასწორება) – სასქესო ასოს მდგომარეობაა, რაც ვითარდება სქესობრივი აღგზნების დროს გენიტალიებისაკენ სისხლის გაძლიერებული მიდინებით.
სისხლის მიმოქცევა სასქესო ასოში 8-10 ჯერ, ზოგ  შემთხვევაში კი 26 ჯერაც კი იზრდება) შედეგად, ივსება  რა სისხლით სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეული. გარდა ამისა ხდება შორისის, წინამდებარე ჯირკვლისა და  სასქესო ასოს ფუძის ირგვლივი კუნთების შეკუმშვა. ერექციის დროს სასქესო ასო მოცულობაში 3-4 ჯერ იზრდება და აღწევს 14-18 სმ-ს.
ტერმინი ერექცია ქალის სასქესო ორგანოების მიმართაც გამოიყენება – კლიტორის, სასქესო ბაგეებისა და სარძევე ჯირკვლების დვრილების ერექცია.
ერექცია სისხლძარღვოვანი და ნეიროგენული მექანიზმების წყალობით მიმდინარეობს,  ამ პროცესში ჩართულია ფსიქოგენური რეაქციებიც.

ადამიანს ცხოველებისაგან განსხვავებით გააჩნია მეორადი სასიგნალო სისტემა, რაც ახდენს ერექციის პროვოცირებას ეროგენული ზონებზე   ფიზიკური ზემოქმედების გარეშე, მხოლოდ სასურევლი ობიექტის დემონსტრაციის შედეგად.
ამის რეგულირება ხორციელდება თავის ტვინის ნერვული ცენტრებისა და ზურგის ტვინის  ქვედა ნაწილების მიერ. გარდა ამისა ერექციის განვითარებისათვის აუცილებელია ტესტოსტერონის საკმარისი დონის არსებობა სისხლში

გამოყოფენ ერექციის რამდენიმე სახეს: ფსიქოგენური, რეფლექტორული და სპონტანური

ფსიქოგენური ერექციის განვითარებაში მონაწილეობას ღებულობს მეორადი სასიგნალო სისტემა და იმართება თავის ტვინის ლიმბური სტრუქტურების  მიერ.  ფსიქოგენური ერექცია შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური ხასიათის აზრებმა ან გრძნობათა ორგანოების შესაბამისმა გამღიზიანებლებმა:

  • სმენითი – საუბარი, მუსიკა, სუნთქვაც კი;
  • ყნოსვითი – სუნამოების, კანისა და თმის სურნელი;
  • გემოვნებითი – საკვების, ნერწყვის, სასქესო ორგანოების გამონაყოფების;
  • შეხებითი – სხეულის შეხება, მასაჟი, ხელით შეხება;
  • მხედველობითი – შიშველი სხეულის  მზერა

რეფლექტორული ერექცია წარმოადგენს რეაქციას  შეხებაზე და ავტომატური ხასიათისაა. სენსორული გამღიზიანებლები უშუალო ზემოქმედებას ახდენენ სასქესო ასოს, ასევე სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის  ნერვულ დაბოლოებებზე, საიდანაც სიგნალი გადაეცემა ზურგის ტვინს. რეფლექტორული ერექციის დროს გამოიყოფა აზოტის ოქსიდი, რომელიც თავის  მხრივ განაპიროებებს სასქესო ასოს მღვიმოვანი სხეულების სისხლძარღვების გაფართოებას.
სპონტანური ერექცია მიმდინარეობს ძილის დროს, ცნობიერების მონაწილეობის გარეშე. სპონტანური ერექცია ნორმალური მოვლენაა  და ვლინდება ნებისმიერი ასაკის ადამიანში, აღინიშნება  მუცლადყოფნის პერიოდშიც კი ბავშვის დაბადებამდე.
სპონტანური ერექციის მიზეზი, რაც ხშირია ასევე დილაობით მამაკაცებში, შესაძლებლია იყოს სხვადასხვა ინტრაცეპტური გამღიზიანებლები, როგორიცაა სათესლის ბუშტუკები,  შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის გადავსება.
ასევე სპონტანური ერექციის განვითარებაზე გავლენას ახდენს ეროტიული შინაარსის სიზმრები.
როგორც აღვნიშნეთ ერექციის განვითარებაში მონაწილეობს ფსიქოგენური და რეფლექტორული ფაქტორები, თუმცა ერთერთის ნაკლებობისას მეორე ფაქტორი უფრო აქტიურად მოქმედებს, მაგალითად ახალგაზრდა ან პირიქით ხანდაზმულ მამაკაცებში ზოგიერთი შარდ სასქესო სისტემის დაავადებების დროს.
ერექციის დადგომისას და სქესობრივი აქტის დროს ფრიქციის გაგრძელებისას ორგაზმის დროს ხდება ეაკულაცია, რასაც მოსდევს დეტუმესცენციის ფაზა.
დეტუმესცენცია  – აღგზნებისა და სასქესო ასოს ერექციის საპირისპირო პროცესია, დგება სქესობრივი დაკმაყოფილების  შემდეგ, სექსულური აღგზნების დაქვეითების შედეგად, გრძელდება დაახლოებით 10-15 წუთი. დეტუმესცენციის დროს ნორმალიზდება სასქესო ასოს სისხლის მიმოქცევა.

სასქესო ასოს შესაძლებლობებზე უარყოფით გავლენას ახდენს ერექციის ნებისმიერი დარღვევა, პენისისაკენ სისხლის გაძლიერებული ან პირიქით შესუსტებული მიდინებით განპირობებული (გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები), ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევა (მაგ. თავის ტვინის ტრავმის შედეგად), მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებები (მაგ. ქრ.პროსტატიტი).
საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა ერექციული დისფუნქცია.


webრა არის ერექცია?
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!