✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება – ეპიდიდიმიტი – საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მის არასწორ ან დაგვიანებულ მკურნალობას შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები, უშვილობის ჩათვლით.
ეპიდიდიმიტი – სათესლე ჯირკვლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ინფექციური ბუნებისაა. ეპიდიდიმიტი შეიძლება, ნებისმიერი ასაკის მამაკაცს განუვითარდეს. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ეპიდიდიმიტს შესაძლებელია თან დაერთოს ორქიტი (სათესლე ჯირკვალის ანთება) და განვითარდეს ეპიდიდიმოორქიტი.
დაავადების მიზეზები
ეპიდიდიმიტის მრავალ მიზეზთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:
- ბაქტერიული ინფექცია – უმეტეს შემთხვევაში ბაქტერიები სათესლე ჯირკვლის დანამატში აღმავალი გზით ურეთრამდე აღწევს, მაგალითად შარდსადენ მილში კათეტერის ხანგრძლივი არსებობისას ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირებისას, ისეთი როგორიცაა: ქლამიდიოზი ან გონორეა;
- ვირუსული ინფექცია (პარამიქსოვირუსი – პაროტიტის დროს);
- სოკო – უმეტესად კანდიდოზური ინფექცია;
- ტრავმა;
- ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები
ეპიდიდიმიტის სიმპტომები, ფორმები და შესაძლო გართულებები
უმეტესად დაავადება იწყება მწვავედ სათესლე ჯირკვლის დანამატის ზომაში მომატებით, სათესლე პარკის არეში მწვავე ტკივილით და ტემპერატურის მატებით. ხშირია შემცივნება. შეშუპება სწრაფად ვრცელდება ყველა ახლომდებარე ქსოვილზე, სათესლე პარკის კანი წითლდება და ცხელდება. ზოგჯერ ტკივილი დაზიანებული მხრიდან ვრცელდება საზარდულის, წელისა და ფეხის არეში. ზოგჯერ ბავშვებში დაავადების ნელი განვითარება გამოხატული კლინიკური გამოვლინებების გარეშე შეინიშნება და მხოლოდ პალპაციის დროს ფიქსირდება გადიდებული დანამატი. დროული მკურნალობის დროს სიმპტომები 3-4 დღეში ქრება, განკურნება ხდება ერთი თვის განმავლობაში. ამასთანავე შესაძლებელია ანთებითი მოვლენების მთლიანად ან შეხორცებული ქსოვილის წარმოქმნით კუპირება.
პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით გვხვდება ცალხმრივი (მაგალითად, მარცხენამხრიანი ეპიდიდიმიტი) და ორმხრივი ეპიდიდიმიტი. ხშირად ეპიდიდიმიტის დროს გამოხატული შეშუპების გამო ირღვევა სათესლე ჯირკვლიდან სპერმატოზოიდების ტრანსპორტირება, ანთება გადადის მის გარსზე, და ამ დროს ვითარდება ორქიტი. ორქიტსა და ეპიდიდიმიტს მთლიანობაში გააჩნია მსგავსი სიმპტომატიკა, ხოლო სათესლე პარკის გამოხატული შეშუპების გამო დაზიანებული წარმონაქმნის პალპირება ვერ ხერხდება. ამასთან დაკავშირებით ბევრ შემთხვევაში სათესლე ჯირკვლის ანთებითი პროცესის ზუსტი განსაზღვრა შეუძლებელია.
ხანგრძლივი პროცესის დროს, განსაკუთრებით სპერმის დარღვეული დინების ფონზე, ვითარდება ქრონიკული ეპიდიდიმიტი.
დიაგნოსტიკა
უმეტეს შემთხვევაში ეპიდიდიმიტის დიაგნოზი დამყარებულია კლინიკურ სიმპტომებსა და გასინჯვის მონაცემებზე. დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია სათესლე პარკის ულტრაბგერითი კვლევით. ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით, ჩვეულებრივ ვლინდება ზომაში მომატებული სათესლე ჯირკვლის დანამატი, სადაც შეინიშნება გაძლიერებული სისხლის დინება (დოპლერის მეთოდით გამოკვლევისას). ხშირად სათესლე პარკის ულტრაბგერითი გამოკვლევა, აგრეთვე აჩვენებს რეაქტიული წარმოშობის მქონე სათესლე ჯირკვლის მცირე წყალმანკს.
მკურნალობა
ეპიდიდიმიტის მკურნალობა, პირველი რიგში, მიმართული უნდა იყოს დაავადების მიზეზების აღმოფხვრისკენ. მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ანტიბაქტერიული თერაპია. პრეპარატის შერჩევა დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე და უნდა ხდებოდეს უროლოგის მიერ. მკურნალობის კომპლექსურ სქემას ასევე მიეკუთვნება:
- დიეტა – რეკომენდებულია რაციონიდან ყველა გამაღიზიანებელი (ცხარე) საკვები პროდუქტის ამოღება და ვიტამინებით მდიდარი საკვებით ჩანაცვლება;
- სუსპენზორი (სპეციალური სარტყელი/შემოსაკრავი) და ადგილობრივად ცივის დადება;
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
- ფიზიოპროცედურები.
ეპიდიდიმიტის გამოსავალი
დროული და ადეკვატური ანტიბიოტიკური მკურნალობა გაცილებით საიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. ტკივილის სინდრომი იხსნება ორი-სამი დღის განმავლობაში, შეშუპება ცხრება რამდენიმე კვირაში. თუმცა არასწორი და/ან დაგვიანებული მკურნალობის დროს შესაძლოა, განვითარდეს გართულებები:
- უნაყოფობა ხშირად ორმხირივი ეპიდიდიმიტის დროს ვითარდება არასათანადო მკურნალობის პირობებში. უნაყოფობის მიზეზს წარმოადგენს სადინარებში ორივე მხრიდან შეხორცებითი ცვლილებები;
- სათესლე პარკის აბსცესი – სათესლე პარკის ანატომიური წარმონაქმნების ჩირქოვანი გალღობა;
- სეფსისი.
ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე; წყარო: http: // urologi. ge/; https: // www. facebook. com/ urologi. ge/
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ეპიდიდიმიტი – (ქირურგ.) სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე ტკივილები სათესლე ჯირკვლის მიდამოში, დანამატის გადიდება, დაზიანების მხარეს სათესლე ჯირკვლის პარკის შეშუპება, შეწითლება და დაჭიმულობა. პალპაციით აღინიშნება სათესლე ჯირკვლის დანამატის მნიშვნელოვანი გამკვრივება და მკვეთრი მტკივნეულობა. მკურნალობა. პირველ დღეებში წოლითი რეჟიმი, სუსპენზორიების ტარება, მალამოს საფენები, მშრალი სითბო, სულფანილამიდური პრეპარატები სქემის მიხედვით და ანტიბიოტიკები.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“