✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
ქალიშვილობის დაკარგვის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღება შეიძლება ყველაგან. თუმცა ძალიან მწირია სამედიცინო ინფორმაცია ხალხში.
გოგონების დიდ ნაწილს აღელვებს საკითხი, როდის უნდა ჰქონდეთ პირველად სექსი. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ამ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს ვერც ერთი გინეკოლოგი და სექსოლოგი. ყველაზე მთავარია, ქალმა იგრძნოს, როდის უნდა ამის გაკეთება. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის 13 წლის გოგონაზე, რომელსაც მეზობლის ბიჭისგან აქვს „შემოთავაზება“ – სრულწლოვანების მიღწევამდე არ ღირს პირველი აქტის დადგომა.
სქესობრივი ცხოვრების ნაადრევ დაწყებას თან ახლავს ანთებითი პროცესები და რიგი დაავადებები თუ არასასურველ ორსულებებს არ ჩავთვლით კონტრაცეფციის მეთოდების არ ცოდნის გამო.
დეფლორაცია
რაც შეეხება ქალიშვილობის დაკარგვის მაქსიმალურ ასაკს, არც ამ საკითხზე არსებობს შეთანხმებული მოსაზრება. თუმცა ექიმების დიდი ნაწილი თანხმდება იმ ფაქტზე, რომ საქალწულე აპკი ასაკთან ერთად კარგავს ელასტიურობას და ხდება მეტწილად შემართებელქსოვილოვანი. მიუხედავად ამ ფაქტისა, ყველა ადამიანში ეს ყოველივე ინდივიდუალურია და არავინ იცის, რა ასაკში ვისთვის როგორი იქნება დეფლორაცია.
ბევრი გოგო ფიქრობს, რომ პირველი სექსისთვის გამოცდილი მამაკაცია აუცილებელი. არ არის მართებული ეს შეხედულება. ქალის დეფლორირება ყველა გამოუცდელ მამაკაცს შეუძლია და რაც შეეხება მასიურ საქალწულე აპკს, მასთან „გამკლავება“ უამრავ ქალთან ნამყოფ და ძალიან გამოცდილ მამაკაცსაც გაუჭირდება.
ძალიან ბევრი ქალი, რომელსაც უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, ყვება საშინელ ისტორიას, როგორი მტკივნეული და საშინელი იყო პირველი ღამე. პირველი სექსის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი წესი არის – დაივიწყეთ სხვების მონაყოლილი სულელური ისტორიები და ეცადეთ მოდუნდეთ. ეს აუცილებელია არა მხოლოდ ქალისთვის, არამედ მისი ვაგინალური კუნთებისთვისაც, რომლებიც ნერვიულობის ნიადაგზე შეკუმშულები არიან და პირველი აქტის ნაკლებად მტკივნეულ წარმართვას უშლიან ხელს.
ტკივილის მინიმალიზაცია შესაძლებელია ქალის მოდუნებისა და მაქსიმალური აგზნების პირობებში. აგზნების დროს ქალს გამოეყოფა ვაგინალური სეკრეტი, გამჭვირვალე ლორწოვანი სითხე. ეს არ არის სიბინძურე და სააბაზანოში მის მოსაწმენდად გაქცევა არ არის საჭირო. ეს სეკრეტი საჭიროა, რომ გაადვილდეს პენისის საშოში მოხვედრა. თუ ქალს ნერვიულობის გამო ვერ გამოეყოფა ან უმნიშვნელოდ გამოეყოფა საშოს სეკრეტი, საჭიროა ლუბრიკანტის გამოყენება.
სისხლდენა
ქალების დიდ ნაწილს აინტერესებს, სისხლი ბევრი იქნება თუ არა დეფლორაციის დროს. სისხლი ქალების 30% შეიძლება არც აღინიშნოს. რაც მეტად არის ქალი მოდუნებული და აგზნებული, მით ნაკლებია სისხლი და რაც მეტად დაძაბული და ანერვიულებულია ქალი, მით მეტ სისხლს დაკარგავს.
ორგაზმი
ინტერესის საგანია აგრეთვე, განიცდის თუ არა ქალი ორგაზმს პირველი სექსის დროს. ვაგინალური ორგაზმის მიღება ფაქტიურად შეუძლებელია პირველი სექსის დროს, მაგრამ ფრიქციებამდეც შეიძლება განიცადოს კლიტორული ორგაზმი.
სქესობრივი ცხოვრები პირველი წელი ანორგაზმია ფიზიოლოგიურია, მით უმეტეს იმ ქალებში, რომლებიც ქალიშვილობაში არ მასტურბირებდნენ და არც განუცდიათ არასდროს ორგაზმი.
რაც შეეხება თავდაცვას პირველი აქტის დროს – აუცილებელია. არ არის სასურველი გოგონას პირველი აქტის დროსვე დაორსულება, თუკი მენსტრუალური ციკლის შესაბამისი პერიოდი აქვს.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“