დაორსულება მენსტრუაციის დროს

დაორსულება მენსტრუაციის დროს

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბევრ ქალს და მამაკაცს ალბათ აწუხებს კითხვა – მენსტრუაციის დროს რამდენად შესაძლებელია დაორსულება. ქალების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია და თვლის, რომ თავდაცვა ამ პერიოდში არაა აუცილებელი.  სხვათაშორის არდაორსულების იმედი კაცებსაც აქვთ და ამიტომ მენსტრუაციის დროს ეს იმედი იწევს წინ და არა დაუოკებელი სექსის სურვილი ან ვნება. ყველა ქალის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ზოგადად მიღებული ნორმიდან გადახრაც კი შეიძლება ნორმალური იყოს გარკვეული ადამიანებისთვის.

განაყოფიერების მექანიზმი

ქალი ორსულდება როცა სპერმატოზოიდი შედის კვერცხუჯრედში, ეს კი ოვულაციის დროსაა შესაძლებელი. კვერცხუჯრედი 2 დღე-ღამემდე ცხოვრობს, სპერმატოზოიდი საშოში „ძლებს“ ერთ კვირამდე. დასკვნა – ნაყოფის ჩასახვა არც ისე ადვილი საქმეა სპერმატოზოიდისთვის, ამიტომ ჩასახვის ძალიან დიდი რისკი მხოლოდ რეგულარული სექსის დროსაა.
ოვულაცია მენსტრუაციული ციკლი მოკლე ფაზაა და ციკლის შუა პერიოდშია. თუ მენსტრუაცია 28 დღიანი, ოვულაცია 14 დღეს იქნება (პლიუს-მინუს 2 დღე). ასეთი განრიგით ქალის მენსტრუაციის დროს ვერ დაორსულდება. მაგრამ თუ ქალს მენსტრუაცია 7 დღეზე მეტხანს აქვს და პირიქით, მაღალი რისკის პერიოდი ზუსტად მენსტრუაციას დაემთხვევა. თუკი რომელიმე სპერმატოზოიდის ფალოპის მილში ყოფნა ოვულაციას დაემთხვევა, დაორსულება მოსალოდნელია.
მიუხედავად ამისა, მენსტრუაციის დროს დაორსულება მაინც ძალიან ძნელია, პრაქტიკულად შეუძლებელი. სპერმატოზოიდებისთვის პირობები არახელსაყრელია და გამონადენიც ხელს უშლის მის ფალოპის მილში გადაადგილებას.
მენსტრუაციის შემდეგ პირველ დღეებში დაორსულება ძალიან ადვილია, განსაკუთრებით თუ მენსტრუაცია 7-8 დღე გრძელდება. კალენდარზე დაყრდნობა არასაიმეოდა, საჭიროა კარგი კონტრაცეფციის მეთოდი.
და ბოლოს, გინდაც არ არსებობდეს დაორსულების შანსი, კონტრაცეფციის უგულებელყოფა არ შეიძლება. მენსტრუაციის დროს დაუცველმა სექსმა (თუ პარტნიორი ჯანმრთელი არ არის) შეიძლება გართულებები გამოიწვიოს, იმიტომ რომ ამ დროს ქალის ორგანიზმი დაუცველია.
სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა;


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!

..