✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები
ალგოლაგნია
თანამედროვე საზოგადოების შეხედულებით მამაკაცი აქტიური, რამდენადმე შენიღბული, აგრესიული სქესობრივი ქცევით ხასიათდება, ქალი კი მასზე დაქვემდებარებული პასიური პარტნიორია. რიგ შემთხვევებში სქესობრივი ქცევა კიდევ უფრო გამოხატული, უხეში ხდება, თუმცა არ აჭარბებს ნორმას, რაც სექსოლოგიაში ჰიპერროლური ქცევის სახელწოდებითაა მოხსენიებული.
ამის შესაძლო მიზეზი განვითარების ადრეულ ეტაპზე ტვინის სქესობრივი დიფერენციაციის დარღვევაა, ბავშვის არასაკმარისი ფიზიკური და ფსიქოემოციური კონტაქტი გარემოსთან, პირველ რიგში კი დედასთან ან პირიქით დიდი ხნის ნანატრი ბავშვის ზედმეტი ფერება და მასზე სრული ძალაუფლების მოპოვება, მისი ყველა საქციელის გაკონტროლება.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებას, ხშირად ასეთი ბავშვები სიამოვნებას ღებულობენ თანატოლებთან ჩხუბით, მეგობრებზე ან ცხოველებზე ძალადობით, სხვების დაჩაგვრითა და დამცირებით.
ჰიპერმასკულინური ქცევა ვლინდება მამაკაცური ხასიათის ხაზგასმით, სექსუალური კუთხით მსგავსი წარმოდგენა გამოხატულებას იძენს უხეშობაში, ალერსის არარსებობაში, სქესობრივი პარტნიორის მოთხოვნილებების უარყოფაში, პრიმიტიულ სასიყვარული თამაშებში და მხოლოდ საკუთარ გრძნობებზე აქცენტუაციაში.
არცთუ იშვიათად ასეთი ქცევა ხდება ქორწინებაში მყოფი წყვილების სქესობრივი დისჰარმონიის მიზეზი, რადგან მამაკაცის სექსუალური მოთხოვნილებების რეალიზაცია ქალის სურვილების გაუთვალისწინებლად ხდება.
ზოგ შემთხვევაში როდესაც ჰიპერროლური მასკულინური ქცევა პათოლოგიურ ხასიათს იძენს და მამაკაცი სქესობრივი დაკმაყოფილების მისაღწევად მიმართავს პარტნიორისადმი ფიზიკური ან სულიერი ძალადობას, შეიძლება ვისაუბროთ პათოლოგიურ მასკულინურ ქცევაზე ან აქტიურ ალგოლაგნიაზე (სადიზმი).
აქტიური ალგოლაგნიის სახებია:
აქტიური ფლაგელანტიზმი (სიამოვნების მიღება სხვების გამათრახებით), კოპროფემია (საპირისპირო სქესის თანდასწრებით უხამსი სიტყვების წარმოთქმის სურვილი, სირცხვილისა და უხერხულობის გამოწვევის მიზნით).
ჰიპერფემინური ქცევა ხასაითდება ხაზგასმული პასიურობით, დაქვემდებარებით, „ყველაფერი მისთვის“ ამ დევიზით საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენებით.
ასეთი ქალი ცდილობს გამოიცნოს პარტნიორის ნებისმიერი სურვილი, მთლიანად დაექვემდებაროს მის ნებას, შეშფოთებულია იმით, რომ მისი პარტნიორი უბედურია მასთან, საბოლოო ჯამში ქცევის ასეთი სახე განაპირობებს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას.
პათოლოგიური ჰიპერფემინური ქცევისას ან პასიური ალგოლაგნიისას (მაზოხიზმი) სრული კმაყოფილება მიიღწევა მხოლოდ საკუთარი თავის დამცირებისა და ტანჯვის გაცნობიერების შემდეგ („ტკბილი ტკივილი“).
პასიური ალგოლაგნიის სახეებია
პასიური ფლაგელანტიზმი (სიამოვნების მიღება გამათრახებისაგან), პიკაციზმი (შარდით, განავლითა და სასქესო ორგანოებიდან გამონაყოფებით დასვრის სურვილი), კოპროლაგნია (ექსკრემენტებთან შეხების სურვილი), უროლაგნია (აღგზნებას იწვევს საკუთარი ან სხვისი შარდის გადასხმა ან დალევა), რენიფლერსი (გარკვეული სუნებისაგან სიამოვნების მიღება), სერვილიზმი ან პაჟიზმი (სქესობრივი სიამოვნების მიღება მოსამსახურის ან პაჟის როლის შესრულებით).
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“