ისტორიული ხულო უამრავ საინტერესო სანახაობას შემოგთავაზებს. აქ შეგიძლია მოინახულო: XII საუკუნის სხალთის ულამაზესი მონასტერი, XI საუკუნის ციხისყელი-ვარციხის კომპლექსი, XII საუკუნის ხიხანის ციხე, XI-XIII საუკუნეების უჩხოს ხიდი, ალპური ბოტანიკური ბაღი და სხალთის ხეობაში არსებული შერიფ ხიმშიაშვილის მუზეუმი.
ხულოს ბუნება
ხულოს ერთ-ერთი გამორჩეული სანახაობა – მწვანე ტბა გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, ზღვის დონიდან 2058 მეტრზეა.
შუამთის ტბების ნახვას ზღვის დონიდან 2150 მეტრზე სოფელ შუამთაში შეძლებ, საიდანაც ხიხანის ციხის ხედებიც იშლება. არ გამოგრჩეს ბაკოს ორი – დიდი და პატარა ჩანჩქერი, რომლებიც ხულოს სიმწვანეს ლურჯ ზოლად აჩნდება.
სამცხისა და აჭარის საზღვარზე მდებარე გოდერძის ნამარხი ტყე გოდერძის უღელტეხილის აღმოსავლეთ კალთაზეა შეფენილი. მისი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მძლავრმა ვულკანურმა ამოფრქვევამ ტროპიკული ტყე ფერფლში ჩამარხა და დღეს გაქვავებული სახითაა შემორჩენილი. სითბოს მოყვარე ფოთლოვანი მცენარეები, ტყეში ნაპოვნი პალმები, მაგნოლიები და დაფნები მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ ადრე ტროპიკული ჰავა ყოფილა. 365 ჰექტარზე განფენილ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
წყარო: georgia.travel
ხულოს გაუმარჯოს!
ხულოელებს სალამი!