ხობის შესახებ

ხობი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში. კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ხობის ნაპირას, ზღვის დონიდან 25 მ სიმაღლეზე.

ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. ხობში არის ფოთისა და ხობის ეპარქიის რეზიდენცია, ქალაქიდან 2 კმ-ში დგას XIII საუკუნის დასასრულის ხობის ტაძარი.

ხობში არის რკინიგზის სადგური თბილისი – ზუგდიდის ხაზზე. ქალაქზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ს-1 თბილისი-ლესელიძე და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ხობი-საბაჟო.

ღირსშესანიშნაობები

ხობის მონასტერი

ხობის საეკლესიო კომპლექსი

ხობის წმ. სამების სახელობის ეკლესია

პაპანწყვილის ტბა

წყარო: georgiantravelguide.com

ხობს გაუმარჯოს!
ხობელებს სალამი!