ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 ტერიტორიული ერთეულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ბათუმში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს ტერიტორია ოდითგანვე იწვევდა დიდ ინტერესს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, თავისი ისტორიული წარსულით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობით, არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებითა და უნიკალური ლანდშაფტებით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ფართობი — 356,4 კმ². მოსახლეობა — 51 189 ადამიანი (2014 წ.). 11 ტერიტორიული ერთეული, სოფელი — 64. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ქ. ბათუმში, დიდაჭარის ქუჩა #23.
ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ. ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს.
წყარო: ვიკიპედია
ხელვაჩაურს გაუმარჯოს!
ხელვაჩაურელებს სალამი!