ხაშურის ისტორია

ხაშური — ქალაქი საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1872-1917 წლებში მას მიხაილოვო ერქვა, 1918-1931 — ხაშური, 1931-1934 წლებში — სტალინისი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე სურამულას ნაპირზე, ზღვის დონიდან 700 მ. სიმაღლეზე. XIX საუკუნეში ფოთი-თბილისისსარკინიგზო მაგისტრალის გაყვანის შემდეგ ხაშური თანდათან მსხვილი სატრანსპორტო კვანძი გახდა. აქედან სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები მიემართება ბორჯომისა და ახალციხის მიმართულებით. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 28,5 ათასი (2006 წ.). აქ არის ხაშურის სარკინიგზო ტრანსპორტის, შუშის ტარის, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (სახალხო თეატრი,მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). შემორჩენილია XVIII საუკუნის კოშკი, იოანე ნათლისმემლისა და წმ. მარინეს ეკლესიები. ხაშურში არის ურბნისისა და რუისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

პირველი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც მოხსენიებულია ქალაქი ხაშური, ეკუთვნის 1693 წელს, ესაა სიგელი, რომელიც შედგენილია ზაალ აბაზაძის სახელზე, ეკუთვნის ერეკლე I ნაზარალიხანის (1688-1703 წ.) დედას – დედოფალ ელენეს. სიგელის მიხედვით ვგებულობთ, რომ ელენე დედოფალს ზაალ აბაზაძისათვის განუახლებია ის სიგელები და წყალობა, რომელიც ადრე მიუღიათ მის წინაპრებს სამეფო კარისადმი ერთგული სამსახურისათვის.

ხაშურის გეოგრაფიული მდებარეობის დაკონკრეტების შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ქართველი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი შრომაში აღწერა სამეფოსა საქართველოსა, როცა იგი აღწერსსურამის წყალს წერს:

ამავე პერიოდში ხაშურის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის კვლავ იოანე ბატონიშვილი თავის ენციკლოპედიურ თხზულებაში „კალმასობა“, რომელიც შედგენილია 1813-1828წ. ხაშური მოხსენიებულია იოანე ბატონიშვილი ქართლ-კახეთის აღწერაში, რომელშიც იგი აღწერს სურამის წყალს და მის ხეობაზე არსებულ სოფლებს. ხაშური იხსენიება, როგორც მოსახლე სოფელი.

ქალაქის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობასთან. 1872-1918 წლებში ქალაქს ეწოდებოდა მიხაილოვო მეფისნაცვალ მიხეილ რომანოვის (1862-1882) პატივისცემის ნიშნად.1921 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი.

1921 წელს ხაშურთან ახლოს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში გაიმართა მძაფრი ბრძოლა. 4 მარტს წითელ არმიასა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს შორის მიმდინარე ბრძოლის პერიოდში წითელი არმიის ავანგარდული ნაწილი (3-4 ათასი კაცი) მიუახლოვდა სადგურ მიხაილოვოს, 5 მარტს კი წამოიწყო ქართული არმიის პოზიციების შტურმი. შეტევა მოიგერიეს, საღამოს კი მიხაილოვოს დამცველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, რის შედეგადაც უკან დაიხია წითელი არმიის ქვეითთა სამმა ბრიგადამ და კავალერიის პოლკმა. დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების აღნიშნულმა წარმატებამ თბილისში საბჭოთა არმიის მთავარსარდლობას მშვიდობიან მოლაპარაკებებზე წასვლა გადააწყვეტინა, მაგრამ 6 მარტს ღამით გენერალმა ა. კონიაშვილმააუხსნელი მიზეზების გამო დატოვა პოზიციები და დასავლეთის მიმართულებით დაიხია.

წყარო: khashurihistory

ხაშურს გაუმარჯოს!
ხაშურლებს სალამი!