ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ადამიანს ჯერ კიდევ ქვის ხანიდან უცხოვრია. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არქეოლიგიური გათხრების შედეგად მიკვლეულია შუა, გვიანი ბრინჯაო-ადრე რკინის და ანტიკური ხანის არაერთი ნამოსახლარი და სამაროვანი.
ქართული და უცხოური (რომაული, ბერძნული, სპარსული, ფრანგული და სხვა) საისტორიო წყაროები ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე ასახელებენ ქალაქებს ალსა და სურამს. ეს უკანასკნელი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქთაგანია, რომელზეც გადიოდა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო _ სატრანზიტო გზა. ეს არის ცნობილი აბრეშუმის გზა. ამ გზის შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი გეოგრაფიული სტრაბონი.
ალი განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში (XI_ს) ჩამოყალიბდა ქალაქად. მასზეც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა ამ პერიოდში. ალი და სურამი ცნობილ სავაჭრო _ ეკონომიკურ ცენტრებსაც წარმოადგენდნენ ძველ საქართველოში. ამაზე მიგვანიშნებს აქ შემთხვევით აღმოჩენილი სამონეტო განძებიც. როგორც სურამი, ასევე ალი გამორჩეულია საინტერესო ისტორიული ძეგლებით.
ხაშურის რაიონი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. აქ აღრიცხულია სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის 150-ზე მეტი ძეგლი. ისეთი ცნობილი ძეგლების გარეშე. როგორებიც არიან წრომის, ხცისის, ნაბახტევის ეკლესიები და სხვა. შეუძლებელია მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის ისტორიის გააზრება.
წყარო: khashuri2
ხაშურს გაუმარჯოს!
ხაშურლებს სალამი!