ხარაგაულის შესახებ

ხარაგაული იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც დევისხვრელის პალეოლითური ნამოსახლარიც ადასტურებს. ფეოდალურ ხანაში უნიციპალიტეტი არაგვეთის საერისთაოში შედიოდა, რომელზეც გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო ვახანის ციხე. ვახანის ციხეში გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება 1804 წელს, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ხარაგაულს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის და ხანდების გვირაბებით აკავშირებს. მუნიციპალიტეტში რამდენიმე რკინიგზის სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა. რაიონში ფუნქციონირებს: მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, თეატრი და 12 ბიბლიოთეკა. 1998 წლიდან გამოდის ადგილობრივი გაზეთი – „ჩემი ხარაგაული". ხარაგაული გამოირჩევა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, უბისის მონასტერი, მელის ციხე და მრავალი სხვა საინტერესო ადგილი უამრავ ლაშქრობისა თუ ბუნებაში დასვენების მოყვარულს იზიდავს.

წყარო: georgiantravelguide.com

ხარაგაულს გაუმარჯოს!
ხარაგაულელებს სალამი!