ხარაგაულის გეოგრაფია და კლიმატი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონის ტერიტორია მოიცავს მესხეთისა და ლიხის ქედის ნაწილებსა და ძირულის დენუდაციურ პლატოს. ხარაგაული 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, ზვარი, კიცხი, ლეღვანი, ლაში, მოლითი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ხიდარი, წყალაფორეთი, წიფი, ღორეშა, ხუნევი, ხევი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, სამხრეთით – ბორჯომის, აღმოსავლეთით – ხაშურის, ჩრდილოეთით კი – ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. ხარაგაული მოიცავს ბორჯომ-ხარაგაულისეროვნული პარკის ნაწილს. რაიონი მდიდარია ტყეებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, გვხვდება ტბებიც. მთისწინეთსა და დაბალ მთებში წიფლნარ-რცხილნარია გავრცელებული. ასევე გვხვდება: წაბლი, მუხა, ცაცხვი, იფანი და სხვა. საშუალმთიან ზონაში გაბატონებულია წიფლნარი, ზედა სარტყელში წიწვოვანებიც გვხვდება. ტყის ზემო საზღვართან კი სუბალპური მეჩხერი ტყეა (მაღალმთის მუხა, ნეკერჩხალი, არყი), რასაც სუბალპური მდელოები მოსდევს. რაიონის მთავარი მდინარეა ძირულა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ძირულისა და ჩხერიმელას ხეობაში ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული იცის. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-13°C-ა, იანვრის – 0,3-დან 3,2°C-მდე, ივლისისა კი – 20-22,6°C. 600-დან 1200 მ.-მდე ზონისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშუალო წლიუი ტემპერატურა 6,3°C-დან 8°C-მდეა, იანვრის ტემპერატურა – 2,4 – 3,9°C-ა, ივლისისა კი – 15,6-18°C.

წყარო: georgiantravelguide.com

ხარაგაულს გაუმარჯოს!
ხარაგაულელებს სალამი!