წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთით, მდინარეების რიონისა და გუბისწყლის ხეობაში. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით სამტრედიისა და ხონის, ჩრდილოეთით ცაგერისა და ამბროლაურის, ხოლო სამხრეთით ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას 707,5 კვ.მ. უკავია, გავრცელებულია წითელმიწა, ეწერი და ნეშომპალა ნიადაგები. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა რიონი შენაკადებით წყალტუბოსწყალი და გუბისწყალი. მათი წლიური ჩამონაედნი 1690 მლნ. კუბ. მეტრია, ხოლო წყლის ხარჯი წამში 0,28 მ³, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა კი 1420 მმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა თავშავას ტბა, ასევე ხელოვნურად შექმნილი „ცივი ტბა“ ქალაქ წყალტუბოში.

მუნიციპალიტეტის ტყის საერთო ფართი შეადგენს 24 685 ჰექტარს. წყალტუბოს ტერიტორიაზე არის საქვეყნოდ ცნობილისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც 345 ჰექტარს მოიცავს. აქ არის დინოზავრების ნაკვალევი და სათაფლიის კარსტული მღვიმეები, რომლებიც მდიდარია სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით. მას 270 კვ. მეტრი ფართობი უჭირავს.

წყარო: ვიკიპედია

წყალტუბოს გაუმარჯოს!
წყალტუბოელებს სალამი!