წალკის მუნიციპალიტეტი ლამაზი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დაშბაშის კანიონი და მისი ულამაზესი ჩანჩქერები. კანიონი სამოთხისებურიაროგორც ზაფხულში, სიმწვანეში ჩაფლული, ასევე ზამთარში, როცა ჩანჩქერები იყინება და გერემო ყინულის სამეფოს ემსგავსება. მოგზაურები ხშირად სტუმრობენ ასევე წალკის წყალსაცავსა და ბარეთის ტბას. გაშლილ სივრცეებში, ხავერდოვან სერებს შორის მოქცეული ლურჯი ტბები მშვენიერ პეიზაჟებს ქმნის. გარდა ბუნების მრავალფეროვნებისა წალკაში მრავალი სხვადასხვა პერიოდის კულტურული ძეგლიც გვხვდება. მნიშვნელოვანი ძეგლებია: დაშბაშის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, აიაზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია მენჰირითა და მეგალითური გალავნით, დაშბაშის ღვთისმშობლის ეკლესია, აი-ილიას ციკლოპური ნამოსახლარი, პატარა ხრამის პეტროგლიფები და მრავალი სხვა. რაიონში მდებარე ისტორიული ძეგლები, რომლებიც ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპს მოიცავენ, ქვის ხანიდან შუასაუკუნეებამდე, საქართველოს ისტორიული წარსულის ნათელ სურათს ქმნიან.
წყარო: georgiantravelguide.com
წალკას გაუმარჯოს!
წალკელებს სალამი!