პირველი საბჭოთა ელმავალი ხაშურში

ხაშურის რკინიგზის სადგურში საქართველოს პირველი საბჭოთა ელმავალი დგას, რომელიც 84 წლის სურამის უღელტეხილზე პირველად გაატარეს.

70-იანი წლებიდან ,,ვლ 19″ ტიპის ელმავალი ხაშურში კვარცხლბეკზე დადგეს.

ხაშურში 1932 წელს პირველი საელმავლო დეპო აშენდა და „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა.

1932 წლის 16 აგვისტო საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია.

ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ წევაზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესი, რაც 1967 წლის ნოემბერში იქნა დასრულებული.

ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოს რკინიგზის ყველა უბანის, მათ შორის ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის ელექტროფიცირება.

1974 წლიდან რკინიგზაზე მოძრაობას იწყებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ გამოშვებული თანამედროვე „ვლ-10“ და „ვლ-11“ სერიის ელმავლები.

წყარო: chemikhashuri

ხაშურს გაუმარჯოს!
ხაშურლებს სალამი!