წალენჯიხის ისტორია

ამ ტერიტორიაზე ადამიანების ცხოვრება ქვის ხანიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება.

წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი იყო შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხესიმაგრეები ადასტურებს.

საინტერესოა წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია (X-XIII) თავისი უნიკალური ფრესკებით. ინტერიერი სამეგრელოს მთავარ ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს მანელ ევგენიკოსს. ამ ეკლესიაში დაკრძალულია სამეგრელოს ყველაზე ცნობილი მთავარი ლევან II დადიანი (XVII) – ერთი მხრივ, უნიჭიერესი და, მეორე მხრივ, უსასტიკესი მმართველი. მის შესახებ წიგნიც აქვს დაწერილი იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის (Arcangelo Lamberti), რომელიც სწორედ  ლევან II დადიანის დროს ცხოვრობდა სამეგრელოში.

წყარო: georgia.travel

წალენჯიხას გაუმარჯოს!
წალენჯიხელებს სალამი!