ცაგერის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ცაგერი. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ლენტეხი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან – ამბროლაური, სამხრეთიდან – წყალტუბო, დასავლეთიდან კი ხონი და მარტვილი. რელიეფურად ცაგერის მუნიციპალიტეტი ძირითადად საშუალო და დაბალი სიმაღლის ქედების, ქვაბულების და ღრმად ჩაჭრილი ვიწრო ხეობების მქონე ტერიტორიას წარმოადგენს. რაიონის უმაღლესი ადგილია ცეკურის მთა (3173მ). მუნიციპალიტეტში გვხვდება კანიონისებურ ვიწრობები, მინერალური და წყაროს წყლები და ჩანჩქერები. ცაგერი მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია წაბლ-რცხილნარი, იელის ქვე ტყე, 800-1000 მეტრზე და მის ზემოთ ვხვდებით კოლხური ტიპის პოლდომინატურ ტყეებს. რაიონში გავრცელებულია წაბლი, მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წიფელი, სოჭი, ნაძვი და ა.შ. აქაურ ტყეებში ბინადრობენ: დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, შველი, კვერნა, ციყვი, მაჩვი, არჩვი, გარეული ღორი და სხვა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში საშუალო მთის კლიმატია. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მთების – ხვამლისა და ასხის მდებარეობა დასავლეთ საქართველოს დანარჩენ ადგილებთან შედარებით განსხვავებულ მიკროკლიმატს განაპირობებს. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +11,4°C, იანვრისა – 0°C, ივლისისა კი +22°C.
წყარო: georgiantravelguide.com
ცაგერს გაუმარჯოს!
ცაგერელებს სალამი!