რა ვნახოთ ცაგერში

ცაგერის მუნიციპალიტეტი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. კლდეები, ხეობები, ჩანჩქერები, საოცარი ხედები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისტიური და ლეგენდებში გახვეული ხვამლის მთა, სადაც მითიური პრომეთე იყო მიჯაჭვული. მოლაშქრეებისთვის საყვარელი ადგილია ასხის მასივი, საიდანაც ულამაზესი, ვრცელი ხედები იშლება. გამორჩეული ადგილებია ასევე ქულბაქის ტბები, საირმის სვეტები და რაჩხისა და ჩქუმის ჩანჩქერები. ცაგერში მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობის მონახულებაც შეგიძლიათ. აღსანიშნავია გონის წმ. გიორგის ეკლესია, ცხეთის წმ. გიორგის ეკლესია, მურის ციხე, ორბელის ციხე და მრავალი სხვა. სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლები მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ბევრ საინტერესო ამბავს გვიყვებიან. ცაგერში ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი. მუზეუმში დაცული მასალა მოიცავს პერიოდებს ადრეული ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე. აქ ნახავთ ბრინჯაოს ფიგურებს, საბრძოლო და სამეურნეო იარაღს, ნუმიზმატურ ნიმუშებს, საეკლესიო ნივთებს და სხვა საინტერესო ექსპონატებს. რაიონში არის კურორტები, ლაშიჭალა და ახალჭალა, სადაც შესანიშნავ გარემოში სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ.

წყარო: georgiantravelguide.com

ცაგერს გაუმარჯოს!
ცაგერელებს სალამი!