რა ვნახოთ ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ლამაზი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვრცელი ხედები ალაზნის ველზე, ტყეები და ტბები შესანიშნავ გარემოს ქმნის ბუნების მოყვარულთათვის. შესანიშნავია დასასვენებლად ყვარლის ტბისა და ილიას ტბის კომპლექსები. ყვარელი ნამდვილად სამოთხეა კულტურით დაინტერესებული მოგზაურებისთვისაც. რაიონში თავმოყრილია სხვადასხვა ეპოქის მრავალი კულტურულ-ისტორილი მნიშვნელობის ძეგლი. მაღალ მთაზე განლაგებული ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებისგან შდგება (მათ შორისაა IV საუკუნეში მეფე თრდატის მიერ აგებული უძველესი ბაზილიკა), წინარექრიატიანული პერიოდის ნეკრესის დიდი კვადრატის სახელით ცნობილი მზის ტაძარი, ქართული კულტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში – გრემის მთავარანგელოზთა კომპლექსი და მრავალი სხვა მნიშვნელოვანი ძეგლი საინტერესო და მრავალფეროვან სამყაროში მოგზაურობას გპირდებათ. ყვარლის ცენტრში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც მოიცავს ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკს, ილია ჭავჭავაძის მამისეულ სახლს, მარანს, თონეს, ბეღელს, წყლის წისქვილსა და მემორიალური ნივთების ექსპოზიციას.

წყარო: georgiantravelguide.com

ყვარელს გაუმარჯოს!
ყვარლელებს სალამი!