ჩვენ წარმოგიდგენთ ბლოგს ქუთაისის შესახებ . თუ როგორი იყო მისი ისტორია, როგორია ქალაქი დღეს , რა პრობლემებია დღეს ქალაქში და ა.შ
ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებები
ქუთაისი და მისი მიდამოები უხსოვარი დროიდან გამოყენებული ქონდა ადამიანს საცხოვრებლად . მოპოვებული არქეოლოგიური მასალების საფუძველზე დადგენილია ,რომ ძველი ქვის ხანის (პალეოლითის ) ადამიანი ცხოვრობდა ქალაქის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში. თვით ქუთაისის ფარგლებში და მის ირგვლივ განლაგებულ სოფლებში ბევრ ადგილას აღმოჩნდა ე.წ. ქვევრ-სამარხები, რაც ადასთურებს ამ ადგილებში დასახლებული პუნქტების არსებობას 2,4-2,3 ათასი წლის წინათ. ანტიკური ხანის არქეოლოგიური აღმოჩენები ნათლად გვიჩვენებს ,რომ აღნიშნული ადგილების მოსახლეობა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მე-5 მე-3 საუკუნეში ეკონომიკური განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა.
სახელწოდება ქუთაისის შესახებ ბევრი სხვადასხვა აზრია გამოთქმული . ერთ ერთი აზრის მიხედვით ქუთაისის სახელი წარმოიშვა სამი სიტყვისგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზე ქალაქი) ქუთაისი როგორც გეოგრაფიული პუნქტი, ჩაისახა ძველი კოლხეთის ტერიტორიაზე სადაც მეგრულ-ჭანური, ქართული ტომები ცხოვრობდნენ ამიტომ სიტყვა ქუთაისის ძირი მეგრულ დიალექტის ლექსიკონში უნდა ვეძებოთ; ამ დიალექტზე კი ქვას შეესატყვისება ქუა . ქუთაისის პირვანდელი სახელი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ ქუათა-აისი, რომელიც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა როგორც ქუთაისი.ქუთაისის ადრინდელი ისტორიის უმთავრესი წყაროა პოემა არგონავტიკა . სადაც მოთხრობილია არგონავტების მოგზაურობა აია-კოლხეთში ხომალდ არგოთი. მართალია თქმულებას ბელვრი ფანტასტიკური ფაქტი ერთვის მაგრამ ის გვაწვდის სიმათლეს კოლხეთის იმდროინდელი სიძლიერესა და სიმდიდრის შესახებ.
ისევე როგორც საქართველოს არაერთ ქალაქს , თავისი ხანგძლივი ისტორიის მანძილზე ქუთაისსაც ჰქონდა აღზევებისა და დაქვეითების პერიოდი, რაც დაკავშირებული იყო როგორც შიგა პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან დამყარებულ სამხედრო – პოლიტიკურ ვითარებასთან. ბიზანტია-სპარსეთის ხანგძლივი ომებით მიყენებული ჭრილობების შემდეგ ქალაქი კვლავ აღმავლობის გზით მიდიოდა მე-7 მე-8 საუკუნეების ქუთაისი უკვე არის მეფეთა განძსაცავი და იგი მოიხსენიება მაშინდელი ეგრისის დედაქალაქად. 730 წლის ახლო ხანებში მურვან ყრუს ლაშქარმა აიკლო ქუთაისი მიუხედავად იმისა, რომ მურვან ყრუმ დიდი ზიანი მიაყენა დასავლეთ საქართველოს, არაბებმა აქ მტკიცედ ფეხი მაინც ვერ მოიკიდეს. მე-10 საუკუნეში ბაგრატ მეფემ საქართველოს სამეფო ქალაქად ქუთაისი დააწესა. ამ უდიდესი მნიშვნელობის აქტის შედეგად მეტად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ქალაქის განვითარებისთვის .იგი უკვე წინა აზიიის ერთ – ერთი მძლავრი ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრს წარმოადგენდა. რაც თავისთავად გულისხმობდა ტერიტორიის გაფართოებას, მოსახლეობის ზრდას და ეკონომიკურ აღმავლობას .
მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს შემოესივნენ თურქი – სელჩუკები მათ სხვა ქალაქებთან ერთად გადაწვეს ქუთაისიც. თურქთა მიერ დარბეული ქალაქის აღდგენას და მის შემდგომ წინსვლას დიდ ყურადგებას აქცევდა მეფე დავით აღმაშენებელი . მის დროს აშენდა გელათის მონასტერი და მისივე ინიციატივით შეიქმნა ფეოდალური საქართველოს კულტურის ერთ-ერთი უმძლავრესი კერა – გელათის აკადემია.სატახტო ქალაქის თბილისში გადატანის შემდეგ, ბუნებრივია შემცირდა ქუთაისის პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქცია , მაგრამ ამ გარემოებას არ გამოუწვევია ქალაქის დაქვეითება. დავითის და თამარის ეპოქაში ქუთაისიმა როგორც მეორე სატახტო ქალაქმა უდიდეს ძლიერებას მიაღწია. თუმცა მე -13 საუკუნიდან საქართველოს შემოესიენ მონღოლები რამაც ქვეყნის უკუსვლა გამოიწვია . მე-14 საუკუნის 80 იან წლებში ჩვენი ქვეყანა კვლავ ახალი განსაცდელის წინაშე აგმოჩნდა. მონგოლთა მტაცებლური პოლიტიკის გამაგრძელებლად ახლა თემურ – ლენგის მეთაურობით თათარ – თურქმენთა ურდოები აიშალა შუა აზიიდან. უკანასკნელი შემოსევის დროს 1403 წელს თემურ-ლენგი იმერეთში გადავიდა და ქუთაისამდე მიაღწია.მართალია, იმერეთს მანამდეც მრავალჯერ განუცდია მტრის შემოსევა, მაგრამ მათი შედარებაც კი არ შეიდზლება თემურის ლაშქრობასთან, რომლის შედეგადაც განადგურდა უამრევი სოფელი, ქალაქი და ციხე სიმაგრე. დიდი რაოდენობით დაიხოცა მოსახლეობა.ამიტომ მე-15 საუკუნის დასაწყისიდან ქუთაისი დაქვეითების გზას დაადგა. განსაკუთრებით მძიმე იყო დასავლეთ საქართველოს-თვი ოსმალთა გამუდმებული შემოსევები მე-16 მე-18 საუკუნეების მანილზე. 1510 წელს იმერეთს მოულოდნიელად თავს დაესხა სამცხე-საათაბაგოდან გადმოსული ოსმალთა დიდი ლაშქარი, რომელმაც 23 ნოემბერს გადაწვა ქალაქი ქუთაისი და გელათი. მტერს ქუთაისის ციხის აღება ვერ მოუხერხებია, მაგრამ ქალაქიდან დიდძალი ტყვე წაუყვანია. ახალი ერა ქუთაისის ისტორიაში დაიწყო მას შემდეგ, რაც იმერეთი რუსეთის მპარველობის ქვეშ შევიდა დამთავრდა დაუსრულებელი შიდა და გარე ომების ხანგძლივი ისტორია , რომელმაც კინაღამ სრულ განადგურებამდე მიიყვანა როგორც ქუთაისი,ისე მთელი იმერეთის სამეფო. ამიერიდან უკვე შეიქმნა ქალაქის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა.მე-19 საუკუნეში ხდება ქალაქში ბევრი ცვლილებები: გაიზარდა მოსახლეობა, გაიხსნა საწარმოები, განვითარდა ვაჭრობა და გაიხსნა სასწავლებლები. ქუთაისი დაადგე აღმავლობის გზას. მე-20 საუკუნე ასევე ძნელი და მტკივნეული აგმოჩნდა როგორც ქუთაისისთვის ასევე მთელი საქართველოსთვის რადგან ჯერ რუსეთის იმპერიის ხოლო შემდეგ სსრკ შემადგენლობაში მყოფი ქვეყანა მონაწილეობდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, რამაც უამრავი ქართველი შეიწირა. სსრკ-ს დაშლის შემდეგ საქართველომ მოიპოვა სუვერენიტეტი და შეუდგა განვითარების გზას. უკვე ოცდამეერთე საუკუნეში ქვეყანა ცდილობს განვითარებას და ქუთაისი როგორც ძველად არის საქართველოს მეორე დედაქალაქი
არგონავტები
გარემოს დაცვითი
ქუთაისის გარემო განსაკუთრებულ დაცვას მოითხოვს გარდა ისეთი პრობლემებისა როგორიც არის მანქანათა გამონაბოლქვი, რომელიც ყველა ქალაქს აწუხებს ქუთაისის ყველაზე დიდი პრობლემაა ნაგავსაყრელი, რომელიც წვის შდეგად ტოქსიკურ ნივ-თიერებებს გამოყოფს რაც ჰაერის დაბინძურების ერთერთი მიზეზია. ისინი ადამია-ნის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევენ სხვადასხვა დაავადებებს. ნარჩენების წვისას გამოიყოფა ნახშირბადის მონოქსიდი ( მხუთავი აირი). ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლას პირველი ადგილი უჭირავს სასუნთქი გზებით (ინჰალაციურ) მოწამვ-ლებს შორის. ნახშირბადის მონოქსიდის ტოქსიკურობა დაფუძვნებულია მის ურთი-ერთქმედებაზე სისხლის ჰემოგლობინთან, ასევე ნარჩენების წვისას გამოიყოფა გოგირდწყალბადი რომელიც ლაყე კვერცხის სუნის მქონე მომწამლავი აირია და ის აზიანებს ნერვულ სისტემას. ნარჩენები ასევე გამოყოფს კიბოს წარმომქნელ აირებს ამიტომ ქუთაისის მოსახლეობაში ხშირია კიბოთი დაავადება , ამიტომ ნაგავსაყრე-ლის პრობლემის მოგვარება აუცილებელი გარემოს და დამიანტა ჯამრთელობის და-საცავად.
ეკონომიკური
ქუთაისის ეკონომიკა ვითარდება, რაც გამოწვეულია ქალაქის იერსახის განახლებით რადგან საქართველოს ეკონომიკის მთავარ სფეროს წარმოადგენს ტურიზმი. ქუთაისი ტურისტთა დიდ ყურადღებას იქცევს. ბოლო ხანებში რესტავრილებული იქნა მრა-ვალი პუნქტი მათ შორის ოპერის და მესხიშვილის თეატრი და რაღათქმაუნდა ბაგრატის ტაძარი.ქუთაისის ეკონომიკის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო აეროპორტი რომელიც გახსნიდან დღემდე 107468-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეის იმფორმაციით ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება რეისები- ვარშავის ,კიევის , მინსკის, დონეცკის, მოსკოვის,თელავივის, ხარკოვისა და კატოვიცაც მიმართულებითდა აღნიშნულ რეისებს ახორციელებს ავიაკომპანიები: BLEAVIA, WIZZAIR, SIBERIAN AIRLINES, GEORGIAN AIRWAY. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყოველკვირეულად 44 ავიარეისი სრულდება და ყოველდღიურად დაახლოებით 700-ზე მეტ მგზავრს ემსახურება ხოლო საფხულის თვეებში აეროპირტი 65 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა რაც ტურისტთა მაღალ რაოდენობაზე მიგვანიშნებს. ასევე იხსნება მრავალი სავაჭრო პუნქტი: ქარვასლა, გრანდმოლი და ა.შ ვითარდება მსუბუქი მრეწველობა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ოპერა
მესხიშვილის თეატრი
სოციალური საკითხები
ქუთაუსი არის იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი და საქართველოს მეორე დედაქალაქი. ეს არის მისი მთავარი სოციული და პოლიტიკური სტატუსი თავად ქუთაისში ფუნციონირებს მრავალი დაწესებულება რომელებიც სოციალური და პოლიტიკური სტატუსი გააჩნიათ მაგ: პარლამენტი, მთავრობის სახლი, კონტროლის პალატა ასევე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები როგორებიცაა მერია, მუნიციპალიტეტები, პრეზიდენტის რწმუნებულის დეპარტამენტი. მოსახლეობის დზირითადი ნაწილი დასასაქმებულია სწორედ სახელმწიფო სამსახურებში.
ადათ-წესები
ორმაისობა
ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.
,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..
ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღვოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე..
ეწყობოდა დოღი, სპორტული ღონისძიებები…
გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ,,ბაბთიანი“ გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში…
ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე…
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…
1919 წლის შემდეგ ტრადიცია 2008 წელს ქუთაისის მერიის ინიციატივით აღდგა და სხვა ღონისძიებებთან ერთად ,,გვირილობის თეატრალიზებული სანახაობაც მოეწყო…
ორმაისობა ჯერ კიდევ საუკუნის წინ იმართებოდა ქუთაისში ,,გვირილობით“, დოღით, ორატორთა შეჯიბრით, საქველმოქმედო აქციებითა და საყოველთაო სახალხო ზეიმით ბულვარში.
,,გიმნაზისტკები“ და ,,გიმნაზისტები“ ბულვარში გართობა-სეირნობის დროს იაფ ლატარეას ათამაშებდნენ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის შესაწირად..
ამ დღეს ფაეტონზე შემდგარი ქუთაისელი ლამაზმანი გაშლილი თმით და თეთრი გრძელი კაბით, დროშით ხელში მიუძღვოდა საყოველთაო მსვლელობას ბაღის კიდეზე..
ეწყობოდა დოღი, სპორტული ღონისძიებები…
გვიან ღამემდე ისმოდა სასულე ორკესტრის და ,,ბაბთიანი“ გიტარის ხმები ქალაქის ცენტრში…
ასე გრძელდებოდა 1909 წლიდან 1919 წლამდე…
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ტრადიციად იქცა ,,ორმაისობა“, ამ თარიღის წარმომავლობა ცოტა მოგვიანებით დაზუსტდა. 1987 წელს ცნობილი გახდა, რომ ,,ორმაისობის“ სასტარტო ნიშანი და ათვლის წერტილი ,,გვირილობა“ იყო . პირველად გვირილები კალათაში ჩააწყო და გაყიდვა დაიწყო პატარა გოგონა საშა ჩიქოვანმა, რომელიც ეცადა სიღარიბისაგან სიკვილისათვის განწირული ჭლექითშეპყრობილი ადამიანებისათვის ერთი დღე მაინც გაენათებინა… ყიდდა გვირილებს და შემომწირველებს გულზე გვირილას აბნევდა…
1919 წლის შემდეგ ტრადიცია ქუთაისის მერიის ინიციატივით 2008 წელს აღდგა.
ქუთაისს გაუმარჯოს!
ქუთაისელებს სალამი!