ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით. რაიონში წარმოებული ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოწყობილია ღვინის მარნები (მ. შერვაშიძე – სოფ. პირველი მაისი, ლადო შავიშვილი – სოფ. ვაიო, ნური სირაბიძე – სოფ. გეგელიძეები).
მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით – სპილენძისა და ოქროს საბადოებით (მერისი, ვაიო). სამკურნალო და მინერალური წყლებიდან აღიარებულია „კოკოტაურისა“ და „გუნდაურის“ წყლები. „კოკოტაურს“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი.
ისტორიული მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მატერიალური კულტურის ძეგლები: სათვალთვალო კოშკები – კავიანი, გულები, ძენწმანი, საღორეთი, ცივასულა. ქვის თაღოვანი ხიდები – მახუნცეთი, პირველი მაისი, წონიარისი, დანდალო. ციხეები – ზენდიდი, ცივასულა.
ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ეთნოგრაფიული და ისტორიული კულტურის მასალები.
წყარო: keda.gov.ge
ქედას გაუმარჯოს!
ქედელებს სალამი!