ქარელის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქარელი. რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება გორის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – ხაშურის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-დასავლეთით – ბორჯომის, ჩრდილოეთით – ჯავის, ჩრდილო-დასავლეთით კი – საჩხერისმუნიციპალიტეტი. იგი 1 საქალაქო და 17 ტერიტორიული ერთეულისგან შედგება, ესენია: ქალაქი ქარელი, ურბნისი, რუისი, აგარა, ბებნისი, კეხიჯვარი, ხვედურეთი, ახალსოფელი, მოხისი, დვანი, ზღუდერი, ბრეძა, ფცა, დირბი, ბრეთი, აბისი, ავლევი, გიგანტი. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ძამა და დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთი ფრონეები. აქ გვხვდება როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ტბები. რაიონის ძირითადი ნაწილი უკავია შიდა ქართლის ვაკეს, სამხრეთი ნაწილი კი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს.
ქარელის მუნიციპალიტეტის ვაკე და ბორცვიან მთისწინეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ვაკე ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,2 °C, იანვარში – 1,7 °C, აგვისტოში – 21,5 °C. მთიან ნაწილშიც ზომიერად ნოტიო ჰავაა, თუმცა ზამთარი ცივია, ზაფხული კი – ხანგრძლივად გრილი. დაბალმთიან ზონაში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,7 °C, იანვარში – 3,2 °C, აგვისტოში – 18,6 °C.
წყარო: georgiantravelguide.com
ქარელს გაუმარჯოს!
ქარელელებს სალამი!