რა ვნახოთ ქედში

ქედის მუნიციპალიტეტი მდიდარია ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ველური ბუნება, მწვანეში ჩაფლული ხეობები და ჩანჩქერები უამრავ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. აქ ბევრ ადგილს იპოვნით, როგორც ლაშქრობისთვის, ასევე მცირე გასვლების მოსაწყობად. განსაკუთრებული პოპულარობით მახუნცეთისა და გოდერძის ჩანჩქერები სარგებლობს, რომლებიც უდავოდ შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობენ მნახველს. ქედა გარდა ბუნების მშვენიერებისა კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც გამოირჩევა. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებსა და შუასაუკუნეების თაღოვან ხიდებს, რომლებსაც დღემდე იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა. ცივასულას ციხე, ზენდიდის ციხე, დანდალოს ხიდი, საღორეთის ციხე, მახუნცეთის ხიდი და სხვა. მთის წვერზე აღმართული სიმაგრეები საოცარი ხედებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. თუკი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვევით, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქედის ისტორიული მუზეუმი, სადაც რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი აქეოლოგიური მასალაა დაცული. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები მოიცავენ სხვადასხვა პერიოდებს, უძველესი დროიდან დღემდე. აქ ნახავთ შრომის იარაღებს, ნუმიზმატურ ნიმუშებს, გეოლოგიურ კოლექციას, გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმი, აჭარული ეთნოგრაფიულ მასალებს და სხვა მრავალ საინტერესო ნიმუშს.