სიღნაღი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, მოგვიანებით კი მას ქიზიყს უწოდებდნენ. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ამ მხარემ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა და თავშესაფარს ნიშნავს. სიღნაღის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვანი ლანდშაფტით ხასიათდება. აქ ნახავთ ნათელ ტყეებს, ვრცელ ველებს და გაშლილ სივრცეებს. განსაკუთრებით ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის ქილაკუპრას ტალახის ვულკანები. რაონში საინტერესო ძეგლებსაც მოინახულებთ. განსაკუთრებით ცნობილია ბოდბისა და ხირსის მონასტრები. ულამაზესია თავად ქალაქი სიღნაღი თავისი არქიტექტურული სახითა და შესანიშნავი ხედებით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. მას ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ
წყარო: georgiantravelguide.com
სიღნაღს გაუმარჯოს!
სიღნაღელებს სალამი!