სენაკის კულტურული ცხოვრება

კულტურული ცხოვრება აქ ყოველთვის დუღდა – ძველ სენაკშიც და შემდეგ ახალ ქალაქშიც, იყო თეატრალური დასი, სტამბაში იბეჭდებოდა წიგნები – მათი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი ინგლისში, უორდროპების ბიბლიოთეკაში ინახებოდა; გახსნილი იყო სათავადაზნაურო სასწავლებელი.

სენაკი დღეს თანამედროვე ქალაქია კულტურის სახლით, მუზეუმებით, სამხატვრო გალერეით, სპორტული კომპლექსებით, თხილის, დაფნისა და ჩაის გადამმუშავებელი ქარხნებით. ქალაქის ცენტრში დგას აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის ნეობაროკოს სტილის ულამაზესი ნაგებობა, რომელიც 1959 წელს აშენდა და დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის პროფესიული დასის სპექტაკლს თუ დაესწრები, დიდ სიამოვნებას მიიღებ.

წყარო: georgia.travel

სენაკს გაუმარჯოს!
სენაკელებს სალამი!