სენაკის ისტორია

სიტყვა „სენაკი“ ბერის ოთახს, „მცირე სახლს“ ნიშნავს. აქ ბერმონაზვნური ცხოვრება უძველესი დროიდან იღებს სათავეს.

ამ რეგიონს ყოველთვის სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა.

IV-VIII საუკუნეებში აქედან რამდენიმე კილომეტრში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი არსებობდა;

შემდეგ ცენტრის ფუნქცია ძველ სენაკს ჰქონდა – სოფელს, რომელიც ახლა ქალაქის განაპირას მოექცა.

XX საუკუნის დასაწყისში კი ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა, აქაურობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი კვანძი გახდა და 1921 წელს ქალაქის სტატუსიც მიენიჭა.

წყარო: georgia.travel

სენაკს გაუმარჯოს!
სენაკელებს სალამი!