ქალაქი (1921 წლიდან) დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 25 მეტრზე, მდინარეებს რიონსა და ცხენისწყალს შორის, ქუთაისიდან დასავლეთით 30 კილომეტრზე. მანძილი თბილისიდან – 268 კილომეტრი. მოსახლეობა – 30 ათასამდე (2002). სამტრედია XIX საუკუნიდან ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ცენტრი გახდა ამიერკავკასიაში. შემდგომში სამტრედია გადაიქცა ქალაქად. სამტრედიიდან 10 კილომეტრში მდებარეობს კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტი.
სამტრედიას გაუმარჯოს!
სამტრედიელებს სალამი!