საგარეჯოს ისტორიაში ერთ, მეტად საინტერესო და ჯერ კიდევ გაურკვეველ საკითчს წარმოადგენს, თუ რატომ ეწოდებოდა ძველ ისტორიულ საუკუნეში საგარეჯოს „თვალი–საგარეჯო“. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეჯოს გაზეთის განთიადის 1962წლის 13 აპრილს ნომერში გამოქვეყნდა პროფესორ იასე ცინცაძის წერილი სათაურით – „თვალ–საგარეჯოს“ ისტორიას, მაგრამ ჩვენი აზრით, პატივცემული პროფესორი უნდა ცდებოდეს, რადგან ძველ საეკლესიო საბუთებში საგარეჯო იხსენიება არა როგორც „თვალი–საგარეჯო“, არამედ „თვალ–საგარეჯო“–დ. თვალს ჩამოცილებული აქვს სახელობითი ბრუნვის ნიშანი ი და მარტო ფუძით „თვალ“–ითაა წარმოდგენილი. ამავე დროს, როგორც დაკვირვებამ გვიჩვენა, არავითარი სინტაქსური კანონზომიერება არ ირღვევა, რომ ცნება „თვალ–საგარეჯო“ ამ ორი სიტყვის მხოლოდ ამგვარი კონსტრუქციით წარმოვიდგინოთ.
ცნობილია, რომ სახელწოდება საგარეჯო ერთ ასურელი „ათცამეტთაგანი მამის“ დავითის მიერ მე–6–ს–ში დაარსებულ უდაბნოს მონასტრის სახელთან გარეჯთანაა დაკავშირებული „სა“ პრეფექსი და „ო“ სუფიქსი ამის მაჩვენებელია. ვახუშტი ბატონიშვილით დაზუსტდა „ამან მოიგო სახელი, ოდეს შესწირეს გარეჯის უდაბნოს დაბები ესე, უწოდეს „საგარეჯო““ (ვახუშტი „საქართველოს გეოგრაფია“ 1941წ გვ90)
რატომ იწოდებოდა საგარეჯო წინათ ცნება „თვალთან“ ერთად გამოსარკვევი.
პროფესორ ცინცაძ თავის ზემოთქმულ წერილში საკითხს აყენებს, თუ რას ძველ ქართულში „თვალი“. მკვლევარი იმოწმებს დიდი ქართული ლექსიკოქრაფიის სულხან–საბა ორბელიანის განმარტებას–„თვალად ითქმის წყაროთა გამოსადინებელი“ და ამით ასკვნის, რომ „ამ განმარტების შემდეგ „თვალ–საგარეჯო“ გაგებული უნდა იქნეს, როგორც გარეჯის მონასტრის კუთვნილი წყაროს თავი“–ო (გაზეთი „განათლება“ 1962წ ნომერ44(2283)) აქვე პროფესორი ცინცაძე თავის წერილში აღნიშნავს, რომ „თვალი“ დღევანდელი საგარეჯოს დამამშვენებელი წყაროს აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილაო,– მაგრამ ძნელი წარმოსადგენელი ძველ ოფიციარულ დოკუმენტებში, რომელითაც მხოლოდ ქართული ხასიათი ჰქონდა „თვალი“ საგარეჯოს ეპითეტი მნიშვნელობით ეხმარათ.
„თვალი“ თავისი ძველქართული მნიშვნელობით საგარეჯოს სახელწოდწბას ისტორიაში ნამდვილად, რომ წყაროსთანაა დაკავშირებული სულხან–საბა განმარტავს გარდა საგარეჯოს ტიმონიკაცია გვიდასტურებს. ჩვენ დღესაც გვესმის არაერთი გამონათქვამა „თვალთხევი“, „თვალთავის წმინდა გიორგი“.პირველი გაგებული უნდა იქნეს,როგორც წყაროთა ხევი,ხოლო მეორე,როგორც წყაროს სათავის ანუ წყაროსთვის წმინდა გიორგი. ალბათ ბევრისთვისაა ცნობილი, რომ „თვალთავის წმინდა გიორგი“, მართლაც იმ ადგილზეა აგებული, სადაც საგარეჯოს განტქმული წყაროს სათავე მდებარეობს. აქედან უნდა დავასკვნათ რომ „თვალი“ საგარეჯოს უძველეს სახელს წარმოადგენდა,რომელიც საკმაოდ გვიან შეიცვალა სახელწოდებით „საგარეჯო.“ როდიდან ეწოდა მას ეს სახელი,ძნელია ამის თქმა, რადგან საამისოდ დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვება. თვით ცნება საგარეჯო გაცილებით ძველია, ვიდრე იგი სოფელ „თვალის“ მეორე სახელწოდებად შეიქმნებოდა. მე–6,მე–7 სს–ის მიჯნაზე როცა უდაბნოს სამონასტრო კოლონიზაცია ინტენსიურად წარიმართა და მამულები გაიმრავლა, ცნება „საგარეჯო“ ამ დროიდან უნდა ვიგულისხმოთ.
მე–15, მე–16, მე–17, მე–18 სს–ის სიგელ–გუჯრებიდან ირკვევა, რომ უდაბნოს მრავალმთის სავანეები უამრავ მამულებს ფლობდა კახეთში. ამ მონასტრებს მეფეთაგან და დიდებულთაგან შეწირული ასობით ყმის გარდა ეკონომიური შემოსავლის გაზრდილი წყარო ჰქონია მოზრდილი მამულების სახით სოფელ ჟატში.(ს.კაკაბაძე, „ისტორიული საბუთები“, წიგნი 3, 1913წ. გვ 81) მანავში (თ. ჟორდანია, „ქართლ–კახეთის ეკლესიების და მონასტრების საბუთები“ , 1903წ. გვ 132), აკურაში (თ. ჟორდანია, იგივე, გვ.66) კაკაბეთში, გიორგიწმინდაში, თვალში (დღევანდელ საგარეჯოში) და მრავალ სხვა ადგილას. მთელი ეს მამულები,რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებული მანძილებით მდებარეობდნენ, ერთი ზოგადი სახელით საგარეჯოს მამულებად იწოდებოდნენ.
1730–1739 წლების ახლო დროის თეიმურაზ 2–ის დედის ანას მიერ საგარეჯოს მოურავის დემეტრესადმი გამოგზავნილ წერილში დედოფალი იხსენიებს საგარეჯოებს. „…აწე რადგან ბატონმა საგარეჯოები უდაბნოს შესწირა, რაც რამ მანდაური გამოსავალი იყოს,თუ ამ წინამძღვრების ბარათი არ მოგივიდეს, არავის მისცემთ“– ო – ვითხულობთ დოკუმენტში. ( თ. ჟორდანია,იგივე, გვ.83) ცნება „საგარეჯოები“გაგებული უნდა იქნეს როგორც ექვივალენტური ტერმინი „საგარეჯოს მამულებისა“. მეფე ალექსანდრე 1 (1412–1443), როცა სვეტიცხოვლისადმი ბოძებულ სიგელში წერდა, რომ „ ჩუენ ვითარ გუმართებდა ეგრეთ ჯერ ვიჩინეთ და სანაცვლო მამული დავიჭირეთ და თქუენ საგარეჯო მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ“–ო (თ.ჟორდანია, „ქრონიკები“ 2. 1987წ. გვ 230–232), გულისხმობდა „საგარეჯოში“ არა რომელიმე სოფლის სახელწოდებას არამედ გარეჯის კუთვნილებაში მყოფ მთელ საგარეჯოს მამულებს. ეჭვ გარეშეა რომ საგარეჯოს თავისი ზოგადი სახელის „საგარეჯოს“ წინ „თვალი“ იმიტომ ემატებოდა,რომ გაურკვევლობა არ შექმნილიყო ამა თუ იმ საბუთის შემდგენელს,როცა რომელიმე ერთ–ერთ საგარეჯოზე ჰქონდა ლაპარაკი,ამით ის აზუსტებდა რომელ საგარეჯოზე ჰქონდა საუბარი.
ცნება „თვალ–საგარეჯო“ გაგებული უნდა იქნეს არა როგორც ეპითეტი, ანუ წყაროს მიმანიშნებელი საგარეჯოში, არამედ როგორც ამ სოფლის (თვალის) განმასხვავებელი ნიშანი სხვა სოფლებისგან.
ასეთი კითხვა შეიძლება გაჩნდეს: თუ კი ამდენი საგარეჯო საგარეჯო არსებობდა, რაღა მაინც და მაინც სოფელმა თვალმა მიიღო ეს სახელწოდება და არა სხვამ? როცა ამ კითხვაზ ეპასუხის გაცემა გვსურს, აუცილებლად უნდა გავიტვალისწინოთ ის ამბავი, რომ ესა თუ ის სოფელი მამულებითა და ყმებიტ მთლიანად კი არ ეკუტვნოდა გარეჯას, არამედ ნაწილობრივ. მაგალითად, სოფელ თვალის მამულების დიდი ნაწილი თუ გარეჯას ჰქონდა შეწირული , მის მცირე ნაწილს ნინოწმინდის ეკლესია განაგებდა. 1733 წლის ახლო დროის საბუთში ლაპარაკია იმაზე რომ ონოფრე მაჭუტაძეს დავით გარეჯის წინამძღვრად განწესებისას მიჰბარებია პატარძეულიდან 6 ყმა და თვალზე19 კომლი, შემდეგ მას შეუმატებია პატარძეულიდან 2 კომლი, ხოლო თვალზე 17 კომლი ( თ. ჟორდანია, „ქართლ–კახეთის ეკლესიების და მონასტრების საბუთები“ 1903წ. გვ 91–92) აქედან ცხადი ხდება, რომ სოფელი თვალი, რომილდანაც გარეჯის მონასტერს პროცენტულად ყველაზე მეტი ყმა და მამული ემორჩილებოდა, თვით მე–18 ს–შიც კი, როცა ონოფრე მაჭუტაძე მოღვაწეობდა, ეს სოფელი თავისი ყველა მცხოვრებლით მთლიანად დამოიკიდებული არ ყოფილა მის მონასტერზე. უნდა ვიფიქროთ რომ შემდეგში სოფელი თვალი თავისი ყველა ყმითა და მტელი მამულებით გარეჯის მონასტრის გამგებლობაში გადავიდა და საზოგადო სახელი საგარეჯო, რომელიც მანამდე სხვა სოფელთან შედარებით ტველაზე მეტად მას ეკუთვნოდა, მის საკუტარ სახელწოდებად გადაიქცა, ხოლო თვალმა თანდათან თავისი ფუნქცია დაკარგა და ბოლოს ხმარებიდან გადავიდა. ისე, რომ დღევანდელი საგარეჯოს მცხოვრებნი 1651 წლის მცხეთის ერთ საბუთში თუ „თვალელებად“ იხსენებიან (თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, 3, 1897წ. გვ 466), შემდეგი დროის, კერძოდ 1806 წლის ერთ–ერთ დოკუმენტში უკვე „ გარეჯულებად“ იწოდებიან.
წყარო: თ. ჟორდანია,„ქართლ–კახეთის ეკლესიების და მონასტრების საბუთები“, 1903წ გვ 179
საგარეჯოს გაუმარჯოს!
საგარეჯოელებს სალამი!