რუსთავის გეოგრაფია და კლიმატი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ქვემო ქართლის ვაკეზე მდბარეობს და მდინარე მტკვარი მას ორ ნაწილად, ძველ და ახალ რუსთავად (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო) ჰყოფს. მუნიციპალიტეტი დაყოფილია დავით აღმაშენებელის სახელობის, ძველი რუსთავის სახელობის, შოთა რუსთაველის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ვახტანგ გორგასლის სახელობის, იაკობ ცურტაველის სახელობის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის და 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულებად. რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებთან გადის. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მას იაღლუჯისა და ჩათმის მთები აკრავს, აღმოსავლეთით კი გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. იგი უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზეა გაშენებული. ძველ და ახალ რუსთავს შორის, მტკვრის სანაპიროზე რუსთავის ტყეა, რომელიც ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში რის ხელოვნურად შექმნილი ტბა. რუსთავში ხმელთაშუა ზღვისა და სტეპს შორის გარდამავალი ჰავაა არამკაცრი, თოვლიანი ზამთრით და მშრალი, ზომიერი და ცხელი ზაფხულით.

წყარო: georgiantravelguide.com

რუსთავს გაუმარჯოს!
რუსთაველებს სალამი!