ონი

დაბა (ქც 4: 747,19; 767,14; 16, 20, სქ. 2; 768,9; 850,12).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 747,19; 767,14; 16, 20, სქ. 2; 768,9; 850,12), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სვანეთის … 1986: 113; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 907, 969; საქ. ისტ. ქრონიკები … 1980: 253, 257; მასალანი საქ. სტატ. 1907: 104), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 103, 105, 107, 109, 123, 125, 127, 153, 291, 293).

ვახუშტი ბაგრატიონი ონის შესახებ გადმოგვცემს: „ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამხრით არს ონი“ (ქც 4: 767,14,16)

მდებარეობს მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე.

წყაროებში პირველად იხსენიება 1503 წ. ალექსანდრე მეფის სვანურ საბუთში, სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადასახადზე (სვანეთის … 1986: 113). XVIII ს-ის პირველ ნახევარში ონი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პუნქტი იყო (სინ 1973: 478). 1784 წ. დიდ ფეოდალებს, პაპუნა და ზურაბ წერეთლებს რუსების დახმარებით გადაეცათ ქალაქი ონი ვაჭრებითურთ (სინ 1973: 741). რაჭის მნიშვნელოვანი გზა ონზე გადიოდა. ღებიდან საგლოლოს გზა ჭიდროთას ციხის გავლით, რიონის მარცხენა ნაპირზე გადადიოდა, რომლის გადალახვის შემდეგ ონამდე აღწევდა. აქედან გზა ქვემო რაჭის სოფლებისკენ მიემართებოდა (ბერაძე 1975: 145). ონში იყრიდა თავს ჩრდილო კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მიმავალი გზები

ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები და კოლხური თეთრის განძი.

ონში დგას XIX ს-ის ორი დარბაზული ეკლესია: „საჯანის კარისა“ და წერეთლების კარისა (ბოჭორიძე 1994: 244-248). ასევე შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხის გალავნის ნანგრევები და სინაგოგა.

ონი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

წყარო: nplg.gov.ge

ონს გაუმარჯოს!
ონელებს სალამი!