ნინოწმინდა ქალაქად 1983 წელს გამოცხადდა. 1991 წლამდე მას ბოგდანოვკა ერქვა. ეს არის პატარა ქალაქი, სადაც დაახლოებით 6 000 მოსახლე ცხოვრობს.
ამ ადგილას ადამიანი ქვის ხანაში დასახლდა, რაზედაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტები მეტყველებს. ნინოწმინდაში ბევრია ყორღანი, ნამოსახლარი და ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობა. აქ ნახავ აბულისა და შაორის ციკლოპურ სიმაგრეებს, რომლებიც შთამბეჭდავი დაგეგმვითა და მშენებლობის ტექნიკით ხასიათდება.
შუა საუკუნეებში აქ კარგად იყო განვითარებული კულტურა და ყოფა-ცხოვრება. ნინოწმინდაზე გადიოდა ერთ-ერთი ცენტრალური გზა, რომელიც ბიზანტიაში (შემდეგ – თურქეთში) იწყებოდა, გაივლიდა სომხეთს და აღმოსავლეთ საქართველოს უკავშირდებოდა.
წყარო: georgia.travel
ნინოწმინდას გაუმარჯოს!
ნინოწმინდელებს სალამი!