მცხეთის არქეოლოგია

მცხეთამ და მისმა შემოგარენმა („დიდი მცხეთა“), როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთმა უძველესმა დასახლებულმა ადგილმა, XIX საუკუნიდან მიიქცია საისტორიო სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა ყურადღება. 1867 წელს სამხედრო გზის გაყვანისას არშესული მცხეთაში მდინარე მტკვრის ნაპირას აღმოაჩინეს ქვის სტელა რომელზედაც ბერძნული წარწერა იკითხებოდა. როგორც გაირკვა აღნიშნული ქვა მცხეთის გალავანზე იყო აღმართული და დროთა განმავლობაში ჩამოვარდა. წარწერა +75 წლით თარიღდება და იკითხება შემდეგი შინაარსის წარწერა:

მცხეთაში აღმოჩენილია ბერძნული წარწერიანი ქვა

„Император, кесарь Веспасиан Август, великий первосвященик, облеченный трибунскою властю в седмой раз, император (триумфатор) в четирнадцатый раз, консул шестой раз, и предназначенный на седмой, отец отечество, цензор и император Тит цезар, сын Августа облеченный трибунскою властю в пятый раз, консул четвертый раз, предназначенный на пятый и цензор Домициан Цезар, сын Августа, консул третий раз, предназначенный на четвертый, царю Ибериицев Митридату, царя Фарсмана и Ямазды сыну, другу Кесаря и другу народа Римскаго, выстроили крепость. “

1874 წლიდან მცხეთაში სამთავროს სამაროვანს თხრიდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია; შემდეგ წლებში — ა. კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე და სხვები). სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით 1940 არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები, 1957 — ძვ. მცხეთის ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრის ციხამდე, 1966 — მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 1968 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმი.

1975 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). სხვადასხვა დროს მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი: სამაროვნები და ნამოსახლარები (ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი რკინის ხანამდე). ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის სათავდაცვო და საქალაქო ნაგებობები (სასახლის, აბანოების ნანგრევები), „სახლი საკრძალავი“, მავზოლეუმის ტიპის აკლდამის ნაშთები, სამაროვნები (არმაზისციხე, არმაზისხევი, მოგვთაკარის უბანი და სხვა), შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების მაღალმხატვრული ნაკეთობანი, მინისა და კერამიკული ჭურჭელი, მეთუნეთა ნამოსახლარი და სამაროვანი, კერამიკული სახელოსნოსა და და მარნის ნანგრევები (კარსნისხევი) და სხვა. ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნები (სამთავრო, ქ. მცხეთა, კოდმანი, მუხათგვერდი, არმაზისხევი, კარსანი, არაგვის მარცხენა ნაპირი და სხვა). რკინის სადნობი სახელოსნო, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთები (გრძელი მინდორი, სარკინე, ნასტაკისი, მთა-ქართლი), სათავდაცვო და საკულტო ნაგებობები (ავჭლისკარი, წიწამურის სერი, ღართისკარი, ძალისი), ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნულ-ებრაული და არმაზულ-არამეული წარწერები (არმაზისხევი, სამთავრო, ავჭალისკარი). მცხეთის კარიბჭე, კათალიკოსის სასახლე, ტაძრის ნაშთები.

არქეოლოგიური ძეგლების, ეპიგრაფიკული მასალისა და წერილობითი წყაროების საშუალებით ხერხდება მცხეთის ისტორიის, საქალაქო ცხოვრებისა და ხუროთმოძღვრული სახის აღდგენა.

წყარო: mtskhetageorgia

მცხეთას გასუმარჯოს!

მცხეთელებს სალამი!