უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ლანჩხუთი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ერწყმის ზიანი სანაპიროები და წვანეში ჩაფლული გარემო. კოლხეთის ეროვნული პარკი, პალიასტომის ტბა თუ ჯაპანის ტბა უამრავი გადამფრენი ფრინველითა და თავისებური ეგზოტიკით აუცილებლად მოგხიბლავთ. ლანჩხუთი შესანიშნავია როგორც სამოგზაუროდ, ასევე ზღვისპირა დასვენებისთვის. ჩამავალი მზის ფონზე ოქროსფრად მოელვარე წყალი, ცხელი ქვიშა და ჩალისფერი ბუნგალოები ტროპიკული ფერადოვნებითა და სიმსუბუქით აგავსებთ. გარდა მშვენიერი ბუნებისა, რაიონში მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულებასაც შეძლებთ. უძველესი ნამოსახლარები თუ შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები და ტაძრები საინტერესო მოგზაურობას გთავაზობენ საქართველოს წარსულში. ლანჩხუთში ასევე ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან განვითარებული შუასაუკუნეების ჩათვლით.
წყარო: georgiantravelguide.com
ლანჩხუთს გაუმარჯოს!
ლანჩხუთელებს სალამი!