ყველაზე ადრეული ცნობა სვანთა შესახებ გვხვდება ბერძენ და რომაელ ისტორიკოსებთან სტრაბონთან (ძვ. წ. აღ.64 /63.ა.წ.აღ23/24წწ.)და პლინიუსთან (ახ.წ. 23/24წწ).
სტრაბონის მიხედვით სვანები 1 საუკუნეში ,,დიოსკურიის მთიანეთში მცხოვრებ ტომთაგან” აღემატებოდნენ მეზობელ ტომებს ძალითა და ძლიერებით, რომელთაც 200 000 კაციანი ლაშქრის მეკრება შეეძლოთ.
ისტორიული წყაროების მიხედვით კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე დასახლებულ ქართველთა ტომის, სვანეთის ისტორია იწყება ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძველი ძეგლები სოფ. ლენჯერში მიეკუთვნება ქვის ხანას (ნეოლითს). ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ იაფეტური მოდგმის ქართველური შტოს წარმომადგენლები-სვანები, რომლებიც ზეპირსიტყვიერებასა და წერილობით ძეგლებში სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიება: სვანი, სანი, სუანი, სიონი, სანიკი და სხვა.
ძველი სვანეთის საზღვარი იწევდა ჩრდილოეთისაკენ, კავკასიონის ქედის გადაღმა მდ. თერგისა და ყუბანის სათავეებში მდებარე ადგილებამდე. ისტორიულად სვანური მოსახლეობა არა მარტო დასავლეთ საქართველოს ბარში და კავკასიონის ვიწრომთიან ზოლში ბინადრობდა, არამედ კავკასიონის ჩრდილოეთითაც მკვიდრდებოდა, ამის საფუძველს წარმოადგენს ნიკონის მატეანე.
სვანეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ჯერ კოლხეთის, შემდეგ ეგრისისა და აფხაზეთის (და საქართველოს) სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა, ბოლოს ფეოდალურ მონარქიაში კი-როგორც საერისთავო.
მე-16-ე საუკუნეში სვანეთის საერისთაო დაიშალა და ბალს ქედს ქვემოთ შეიქმნა დადეშქელიანთა სამთავრო, რომელშიც ქვედა ხევებთან ერთად შედიოდა კოდორის-დალის ხეობა, მდინარეების: ბახსან-ჩეგენ-ჩერეკის და ყუბანის ხეობათა სათავეები, ხოლო ბალს ზემოთ ხევები ცალკეულ თემებად დაიშალა.
სვანებმა ქრისტიანობა ლაზიკასთან ერთად 523 წელს მიიღო და ამიტომ სვანებისათვის სალიტერატურო ენად იმთავითვე საერთო ქართული ენა ითვლებოდა.
სვანები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს ძველი და ახალი სამეფოების ცხოვრებაში. შავლიანები აფხაზეთის მთავრები და მეფეები იყვნენ, ხოლო ფარჯიანები, ვარდანიძეები და გელოვანები იწოდებიან როგორც სვანეთის, ოდიშისა და გურიის ერისთავებად, აგრეთვე ერთიანი საქართველოს სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესებად და მანდატურთუხუცესებად.
სვანები და მისი დიდებულები განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში ( დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს.)
მე-19-ე საუკუნის ბოლოს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქმედი 200-მდე ეკლესია-მონასტერია, ეს ეკლესია-მონასტრები თანამედროვე საქართველოს კულტურის საუნჯე და საგანძურია.
შუა საუკუნეების სვანეთის არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ძეგლები და არქეოლოგიური მასალა მკაფიოდ მეტყველებს სვანი ხალხის მდიდარ კულტურულ წარსულზე. სვანები ყოველთვის ბურჯად ედგნენ საქართველოს მიწა წყალს, მუდამ იზიარებდნენ ქვეყნის ბედს, გამოირჩეოდნენ დედა-სამშობლოსადმი უსაზღრო ერთგულებით.
წყარო: mestia.gov.ge
მესტიას გაუმარჯოს!
მესტიელებს სალამი!