მარნეულის ირგვლივ საქართველოს ისტორიისა და კულტურისთვის მნიშვნელოვანი ნეოლითური ნამოსახლარებია – არუხლოს გორა, ხრამის დიდი გორა, შულავრისა და იმირის გორები.
ხრამის დიდ გორაზე აღმოაჩინეს თიხის საღვინე ჭურჭელი და ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელია. ამ მასალის კომპლექსური კვლევების შედეგად მსოფლიო მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა.
და არამარტო ვაზი – ნეოლითურ ნამოსახლარებში კულტურული ხორბლის კვალიც არის აღმოჩენილი, რაც იმის ნიშანია, რომ საქართველო კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.
ამ დიდ აღმოჩენებთან ერთად, მარნეულის ირგვლივ შუა საუკუნეების საინტერესო ძეგლებსაც ნახავ – მაგალითად, V-VI საუკუნეებში კლდეზე აგებულ წოფის ციხეს, XIII საუკუნის ხუჯაბის მონასტერს, XII-XIII საუკუნეების წერაქვის მონასტერსა და მრავალ სხვას.
წყარო: georgia.travel
მარნეულს გაუმარჯოს!
მარნეულელებს სალამი!