მარნეულის რაიონი მდიდარია მდინარეებით, გარდა მდინარე მტკვრისა, რომელიც რაიონს აღმოსავლეთის საზღვარზე ჩამოუდის, მდინარე ხრამი. აქ იგი აჩენს კლაკნილებს, კუნძულებს, “ნარიონალებს”. წყალუხვია ხრამის მარჯვენა შენაკადი დებედა, რომელიც უკიდურესი ქვემო დინებით მიეკუთვნება მარნეულის რაიონს. დებედაც ტიპური ვაკის მდინარეა. მარნეულის ვაკეს კვეთს მდინარე ალგეთი (მტკვრის მარჯვენა შენაკადი), სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია შულავერი (ხრამის მარჯვენა შენაკადი) და ბანოშისწყალი (დებედის მარცხენა შენაკადი). მდინარეთა წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზაფხულსა და ზამთარში, მდინარეები გამოყენებულია სარწყავად.
წყარო: qvemo-qartli
მარნეულს გაუმარჯოს!
მარნეულელებს სალამი!