ლანჩხუთის გეოგრაფია და კლიმატი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს, შავ ზღვას, მდინარე ფიჩორსა და გურიის ქედს შორის. იგი ოდიშ-გურიის დაბლობის ტერიტორიასა და მის მიმდებარე სერებს მოიცავს. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით – ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით კი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ლანჩხუთის შემადგენლობაში 16 ტერიტორიული ერთეულია: ქალაქი ლანჩხუთი, აცანა, აკეთი, მამათი, ნიგოითი, შუხუთი, მაჩხვარეთი, გვიმბალაური, ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნინოშვილი, ნიგვზიანი, ჩოჩხათი, ღრმაღელე და სუფსა. რაიონის ტერიტორიაზე მოედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა. აქ ასევე გხვდება ტბებიც: პალიასტომის ტბა, იმნათის ტბა, ჯაპანის ტბა, გრიგოლეთის ტბა და სხვა. ლანჩხუთში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი გურიის დაბლობს უჭირავს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი – გურიის სერს. ვაკის შუა ნაწილი ზღვის დონიდან 20 მეტრზეა, მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილია მთა ტალახა (ზღვის დონიდან 660 მეტრი).

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნოტიო ჰავაა, რასაც შავი ზღვიდან წამოსული ჰაერის მასები განაპირობებს, რომელსაც უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს. საშუალო წლიური ტემპერატურაა +13°C, ზამთარის მინიმალური ტემპერატურა – 18°C-20°C-ა, ზაფხულში კი მაქსიმუმი 39-40°C-ს აღწევს.

წყარო: georgiantravelguide.com

ლანჩხუთს გაუმარჯოს!
ლანჩხუთელებს სალამი!