რა ვნახოთ თეთრიწყაროში

თეთრიწყარო ძალიან ლამაზი რაიონია, ტყეებით, ხეობებითა და გაშლილი სივრცეებით. შთამბეჭდავია ბირთვისის კლდეები, რომელთა მიუდგომლობა ჩვენს წინაპრებს შესანიშნავად გამოუყენებიათ და აქ ბირთვისის ციხე აუგიათ. იგი აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. გამორჩეულია სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, რომელიც ხრამის ხეობისა და ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას წარმოადგენს. სამშვილდე გარდა მშვენიერი ხედებისა, თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობითაც ცნობილია. აქ თავმოყრილია მთელი ისტორია საქართველოს მეგალითური წარსულიდან დაწყებული გვიან შუასაუკუნეებამდე. თქვენ ნახავთ მენჰირებს, ციხე-სიმაგრეს, ნამოსახლარს, სამარხებს, ტაძრებსა და ყორეებით შემოსაზღვრულ უძველეს ქუჩებს. გარდა აღნიშნული ადგილებისა თეთრიწყაროში სხვადასხვა პერიოდის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. ციკლოპური ნაგებობები, სათავდაცვო სიმაგრეები თუ ეკლესია-მონასტრები საინტერესო ამბებს გვიყვებიან საქართველოს შესახებ.

წყარო: georgiantravelguide.com

თეთრიწყაროს გაუმარჯოს!
თეთრიწყაროელებს სალამი!