თბილისი ძალიან საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი კულტურით. აქ ნახავთ ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, შუასაუკუნეების ტაძრებს, მრავალჯერ ბრძოლაგადატანილ ციხე-სიმაგრეებს, მოჩუქურთმებულ-ვიტრაჟულ იტალიურ ეზოებს, სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ნიმუშებს და მუზეუმებს, სადაც საქართველოს საგანძურს, ისტორიას, კულტურასა და ხელოვნებას გაეცნობით. გარდა კულტურულ-იტორიული მნიშვნელობის ადგილებისა, თბილისში ლამაზი ჩანჩქერებით, ტბებით და ქალაქისა თუ მთების ვრცელი ხედებითაც დატკბებით. აქ შესაძლებელია ხმაურიანი ქალაქის რიტმიდან უცებ წყნარ, ძველ შენობებს შორის დაკლაკნილ ვიწრო ქუჩაზე აღმოჩნდე და სულ ცოტა ხანში კი ბუნების სიმშვიდეში ჩაიძირო. თბილისში ასევე საინტერესო ფესტივალებზე და დღესასწაულებზე დასწრებასაც შეძლებთ (თბილისობა, Tbilisi Open Air, არტ-გენი და სხვა), სადაც მოისმენთ ხარისხიან მუსიკას, გაეცნობით ქართულ კულტურას და ამ ქალაქისთვის სახასიათო კოლორიტს.
წყარო: georgiantravelguide.com
თბილისს გაუმარჯოს!
თბილისელებს სალამი!