თბილისის გეოგრაფია და კლიმატი

თბილისი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს, თბილისის ქვაბულში, მტკვრის ორივე სანაპიროზე. მას ჩრდილოეთით საგურამოს ქედის მთისწინეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი – თრიალეთის ქედის განშტოებები. ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონებად. ქალაქის წყლის მთავარი არტერია მდინარე მტკვარია. წარსულში თბილისის ქვაბული მუხნარი და მუხნარცხილნარი ტყეებით იყო დაფარული, მაგრამ თბილისის მიდამოებში ტყეები დიდი ხანია გაიჩეხა და ამჟამად როგორც ქალაქის დასახლებული ნაწილი, ისე მოსაზღვრე ვაკეები, გორაკ-ბორცვები და მთის კალთები ძეძვნარმა, სტეპურმა მცენარეულობამ და ხელოვნურად გაშენებული ხემცენარეულობამ დაიკავა. თბილისის ჰავა, ზოგადი ნიშნების მიხედვით, სუბტროპიკულსემიარიდულია. აქ ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი იცის. ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +24,4℃-ია, იანვარში კი – იანვარში +0,9℃. თბილისის ძველ უბნებში მრავალ ადგილას გამოდის გოგირდწყალბადიანი თერმული წყალი, ეს ქალაქის მნიშვნელოვანი წიაღისეულია.

წყარო: georgiantravelguide.com

თბილისს გაუმარჯოს!
თბილისელებს სალამი!