ზესტაფონი – ტაბაკინის წმ. გიორგის სახ. მამათა მონასტერი
VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით. მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის.
სამონასტრო კომპლექსში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა.
საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმა გერასიმე ჩხეტიძემ.
1992 წელს მონასტერთან დაარსდა კავკასიური ნაგაზის ძაღლსაშენი „ტაბაკინი“. ამ ხნიდან მოყოლებული, ძაღლსაშენში მიმდინარეობს ინტენსიური სელექციური მუშაობა. ძაღლსაშენ „ტაბაკინს“ კავშირები აქვს რუსეთის და საქართველოს ცნობილ ძაღლსაშენებთან.