დედოფლისწყაროს ისტორიული ძეგლები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი თავისი თვალუწვდენელი ველებით, ხეობებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით ტურისტებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

დედოფლისწყაროში მდებარეობს UNESCO-ს მიერ აღიარებული სამხრეთ კავკასიაში ერთ – ერთი ბიოსფერული რეზერვატი, რაც თავისთავად დედოფლისწყაროს სავიზიტო ბარათია. მუნიციპალიტეტი გამორჩეულია უძველესი ძეგლების სიმრავლით.

ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ელიას მთაზე მდებარე წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი, დედოფლისწყაროში ჩასული მეგზურების ტურისტულ რუქაზე, აუცილებლად სანახავი დანიშნულების ადგილებია. ვაშლოვანის ეროვნული პარკი ულამაზესი ლანდშაფტით, გადაჭიმული ტრამალებითა და ტახტიტეფას ვულკანებით ფოტომოყვარული ტურისტების ობიექტივისთვის ამოუწურავი რჩება.

დედოფლისწყაროში მდებაროებს ცნობილი შირაქის ველი – ბარაქიანი, ოქროსფერი პურის ყანებით, რომელიც რეგიონის ბეღელია. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩასული ვიზიტორი, ტურისტული დანიშნულების ადგილების მოსანახულებლად მოწესრიგებული და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მეშვეობით გადაადგილდება.

წყარო: knews.ge

დედოფლისწყაროს გაუმარჯოს!
დედოფლისწყაროელებს სალამი!