ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
თეატრის შენობა
ბათუმს კარგა ხანს არ გააჩნდა სათეატრო შენობა, იყო მხოლოდ პატარა ხის შენობა, რომელიც 1884 წელს ააგეს, რომელიც იტევდა 450 მდე მაყურებელს. მდებარეობდა ახლენდელი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე. შემდეგ შენობა გადაიტანეს ანანიევის მამულში. ახლანდელ ვაჟა ფშაველასა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში (ახლანდელი რესპუბლიკური ბიბლიოთეკის შენობა). ამიტომაც დაერქვა მას ანანიევის თეატრი. იგი დააანგრიეს 1890 წელს.
1889 წელს აგებული იყო საზოგადო საკრებულოს კლუბის შენობა. აქ იყო დიდი საცეკვაო დარბაზი, მაგრამ სცენა ძალზე პატარა იყო. (შენობა დაიწვა 1900 წელს და აღდგენილი იქნა 1902 წელს) წლების განმავლობაში იმ შენობაში განთავსებული იყო ოფიცერთა სახლი.
1991 წელს ბათუმში თავისი რუსული დასის ჩამოყვანა დააპირა ანტრეპრენიორმა ტომსკიმ. მან ბათუმში სესაფერისი შენობა ვერ მონახა და გადაწყვიტა თეატრი საკუთარი სახსრებით მოეწყო. იმ დროს ბათუმში, ახლანდელ ბარათაშვილის ქუჩაზე, ვინმე ფრანგ ვაჭარ მარშოს ჰქონდა უზარმაზარი ფარღალალა სენობა, რომელსაც რკინეულობის საწყობად იყენებდნენ. ეს შენობა ტომსკიმ იჯარით აიღო და სახელდახელოდ თეატრდა გადააკეთა. სამ თვეს მართავდა იგი თავისი დასის წარმოდგენებს ამ შენობაში. ამის შემდეგ შენობა ასევე იჯარით აიღო ვექილმა იურკევიჩმა, შეალამაზა და წარმოდგენებისთვის აქირავებდა. შენობას რკინის თეატრი შეარქვეს, რადგან რკინისაგან იყო აგებული, ხოლო შიგნიდან კი შეფიცრული იყო. დარბაზი 900-მდე მაყუირებელს იტევდა, ამ შენობაში მართავდნენ წარმოდგენებს ბათუმის სცენისმოყვარეებიც და ჩამოსული პროფესიონალი მსახიობები. იურკევიჩი სცენისმოყვარეებს წარმოდგენებისათვის შენობას უფასოდ უთმობდა
1924 წელს დიდმა თოვლმა რკინის თეატრის სახურავი ჩაანგრია და ამ ნანგრევებზე შემდეგ საცირკო შენობა იქნა აგებული.
1952 წლის 19 მარტი ბათუმის თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა. ამ დღეს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახალი შენობა. თეატრი აშენდა ცნობილი მოსკოველი არქიტექტორის ტეპლიცკის პროექტით. მშენებლობა დაწყებული იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ შეჩერდა მეორე მსოფლიო ომის დროს. შენობა აგებულია რკინა ბეტონით, ფართოდ არის გამოყენებული ცეცხლგამძლე მასალა. თეატრის ფასადი არქიტექტურულად გადაწყდა კლასიკური მოტივების მიხედვით. მოპირკეთდა მარმარილოთი. მაყურებელთა დარბაზი წრიული ფორმისაა, აქვს სამი იარუსი და იტევს 600-მდე მაყურებელს. დარბაზს ამშვენებს ბროლის ლამაზი ჭაღი, რომელიც დაამზადა სპეციალურად ბათუმის თეატრისათვის მოსკოვის ქარხანამ "როსკულპტორმა".
შესანიშნავია დარბაზის და ფოიეს მოხატულობა, რომელიც შესრულებულია მხატვარ ბ. ბენოს მიერ, სცენა მოწყობილი იყო თეატრალური ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების მიხედვით. თეატრს აქვს ხანძარსაწინააღმდეგო ლითონის ფარდა, რომელიც ჰყოფს დარბაზს სცენისგან.
თეატრის ახალი შენობის გახსნის დღეს საზეიმო სხდომის დამთავრების შემდეგ წარმოდგენილი იყო შალვა დადიანის პიესა "ნაპერწკლიდან" ვასო ყუშიტაშვილისა და შალვა ინასარიძის დადგმით.
თეატრის მუზეუმი
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია არამარტო აჭარის, არამედ მთელ ქართულ თეატრალურ სივრცეში.
თავდაპირველად თეატრში არსებობდა პატარა ოთახი, სადაც ლიტერატურული ნაწილის გამგე – ნოდარ მოდებაძე ინახავდა თეატრის შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველ არქივს.
მუზეუმი, როგორც დამოუკიდებელი შემადგენელი ნაწილი ბათუმის თეატრისა 1937 წლიდან არსებობს, მაგრამ მან, როგორც სამეცნიერო-კვლევითმა ორგანომ თავისი სრული ფუნქციის შესრულება 1994 წლიდან დაიწყო. ამ პერიოდში თეატრის დირექტორი იყო ლევან ღლონტი, რომელმაც ბათუმის დრამატული თეატრის მუზეუმის გამგედ დანიშნა ბათუმის თეატრის უხუცესი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გაიოზ (კუკური) გოგობერიძე. სწორედ მის სახელს უკავშირდება ბათუმის თეატრის მუზეუმის დაარსება და ფონდების შექმნა. გაიოზ გოგიბერიძემ სისტემატიზაციაში მოიყვანა მუზეუმში არსებული ხელნაწერები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები, მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმს შეემატა ათასობით ახალი ფონდი, რომელიც უშუალოდ გაიოზ გოგიბერიძემ მოიძია სხვადასხვა მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან. ამ პერიოდში შეიქმნა ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების დიდი ფორმატის ფოტოები, ბათუმის თეატრის მუზეუმი ჩაეშვა რესპუბლიკურ სამუზეუმო ქსელში.
თეატრის მუზეუმში დაცულია მსახიობთა, რეჟისორთა, თეატრის მხატვართა, თეატრის სხვა შემოქმედებით პერსონალთა ბიოგრაფიები, მათი პირადი საქმეები, ფოტო ეგზემპლარები, სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, გასტროლების და სპექტაკლების არქივები. აფიშები 1935 წლიდან დღემდე, სპექტაკლის პროგრამები და სხვა სახის ბუკლეტები.
წლების განმავლობაში მუზეუმს ხელმძღვანელობდნენ გაიოზ გოგიბერიძე, თეონა ლორთქიფანიძე. 2006 წლიდან მუზეუმს ხელმძღვანელობს თეატრმცოდნე ნერონ აბულაძე. 2007 წელს თეატრის მუზეუმს გაიოზ გოგიბერიძის სახელი მიენიჭა.
ბათუმს გაუმარჯოს!
ბათუმელებს სალამი!