ბორჯომის ისტორიული წარსული

ამ მხარეს მდიდარი ისტორია აქვს. ბორჯომში შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები – პეტრეს ციხე და გოგიას ციხე. ბორჯომის სიახლოვესაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, XIII საუკუნით დათარიღებული ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც უნიკალური არქიტექტურითა და ფრესკებით გამოირჩევა.

ბორჯომიდან ორიოდე კილომეტრში კი, მწვანით შემოსილ ბუნებაში, წმინდა გიორგის მონასტერი დგას, რომელსაც ადგილობრივები „მწვანე მონასტერს“ უწოდებენ.

წყარო: georgia.travel

ბორჯომს გაუმარჯოს!
ბორჯომელებს სალამი!