ბორჯომში უნიკალური არქიტექტურის ნიმუშებს შეხვდები – გეოლოგების სახლს, ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზას, რომელიც ბორჯომ-ბაკურიანის სიმბოლო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მას თავისი „კუკუშკა“ და გუსტავ ეიფელის მიერ დაპროექტებული ხიდი აქვს, რომელიც წაღვერი-ცემის მონაკვეთზე შეგხვდება. როგორც ცნობილია, ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში ეიფელის კოშკის ავტორს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა.
ბორჯომის მახლობლად, ლიკანში, ძველი სასახლეც დგას – ნაგებობა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის მიერაა აშენებული; სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია. რუსული იმპერიული მმართველობის დროს აქაურობა რუსეთის სამეფო კარის საზაფხულო რეზიდენცია იყო. შემდეგ ამ სასახლეში სტალინი და კომუნისტური ნომენკლატურა ისვენებდა.
როცა ბორჯომს ესტუმრები, კიდევ უფრო კარგად მიხვდები, რატომაა ეს ადგილი ასეთი განსაკუთრებული და რატომ ირჩევდნენ მას დასასვენებლად ქართველი მეფეები და საბჭოთა ბელადები.
წყარო: georgia.travel
ბორჯომს გაუმარჯოს!
ბორჯომელებს სალამი!