ბოლნისის სიონის წარწერა, თარიღდება 493-494 წლებით. იკითხება: ქრისტე დავით ეპისკოპოსი კრებულით თურთ ამას ეკლესიასა შინა შენდა მიმართ თაყვანის-მცემელნი შეიწყალენ და მშრომელთა ამასა ეკლესიასა შეხეწიე.
ბოლნისის რაიონი არ არის ძალიან სასახელო საწარმოებით. ერთადერთი საწარმო იყო და რჩება. საქართველოს ბიუჯეტის 10-15%-ს ჩვენი საწარმო იძლევა(სამთო-გამამდიდრებელი კომპანია "R M G").
კაზრეთის ხეობა (შედის ბოლნისის რაიონში) მდებარეობს საქართველოს სამზრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში-ქვემო ქართლში.
არსებობს ვარაუდი თუ რატომ დაერვა ამ რაიონს კაზრეთი: ოდესღაც ამ ტერიტორიაზე გაუთნებია ღამე თავის კარავში ჯალალედინს მის კარავს ერქვა ხაზრეთი და სწორედ აქედან წარმოიშვა სიტყვა კაზრეთიც.
კაზრეთის უძველესი წარსულის შესახებ მეტყველებენ ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები რომლის მიხედვით კაზრეთის ხეობაში ცხოვრება მიმდინარეობდა ძველი ქვის ხანიდან დღემდე. მრავლად იქნა აქ აღმოჩენილი ადრე და შუაბრინჯაოს ხანის ძეგლები რომლებიც ძვ.წ. lll ათასწლეულით თარიღდებიან.
კაზრეთსა და მის მიდამოებში აღმოჩენილი ანტიკური ხანის ძეგლების ხასიათი და რაოდენობა გვარწმუნებს, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში კაზრეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ჩაბმული იყო იმდროინდელი კულტურული სამყაროს ცხოვრებაში, და ეს უპირველესყოვლისა განაპირობებული იყო კაზრეთში სპილენძის რკინისა და სხვა მადნების არსებობით, ასევე-მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით იმ გზებზე, რომლებიც საქართველოს წინა აზიის ქვეყნებთან აკავშირებდა.
კაზრეთის ხეობაში აღმოჩენილია ძველი ნასოფლარები: ბუჩურაშენი, სამტრედო ანუ ბაბილაშენი, აბულბუქი, მაღნარი, ჯალდამი, კოსახპირი, ღორის თავი, სვიანი, თავდიდიანი, ისპიანი და ახალდაბა. კაზრეთის ხეობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით: სამების ეკლესია-Xlll სს; ბუჩურიანის ეკლესიაVll-lX სს; სამტრედოს კარის ეკლესია XVll სს; სათხის ეკლესია X-Xl სს და სხვ.
წყარო: რაიონი
ბოლნისს გაუმარჯოს!
ბოლნისელებს სალამი!