ბაღდათის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად მე-18 საუკუნის დასაწყისში იხსენიება, თუმცა რაიონის ტერიტორიაზე ცივილიზაციის არსებობის კვალი ძვ. წ. IV საუკუნიდან იწყება. წყაროებზე დაყრდნობით ბაღდათში ისტორიულად ყველაზე ძველი ადგილი სოფელი დიმია. აქ საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფეს – ფარნავაზს სამეთვალყურეო საფორთიფიკაციო ნაგებობა აუგია და მისთვის დიმნა დაურქმევიათ. სახელწოდება ბაღდათის წარმოშობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის მიხედვით იგი ძველი სპარსული სიტყვაა, რაც ღვთისგან ნაბოძებს ნიშნავს და მისი სწორი ფორმა ბაღდადია. მეორე ვერსიით კი სახელი ქალის თავსაბურავს – ბაღდადს უკავშირდება. ეს სიტყვა თურქულ ენაში მშვენიერის, ლამაზის ეპითეტს წარმოადგენდა. არსებობს სხვა მოსაზრებებიც. ბაღდათი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. 1940 წლის 14 აპრილს, ვლადიმერ მაიაკოვსკის გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე, ბაღდადში მისი სხლ-მუზეუმი დაარსეს და ბაღდათსაც მაიაკოვსკის რაიონი დაერქვა. ეს სახელი მას 90-იანი წლების შემდგომ კი მან კვლავ ძველი სახელწოდება დაიბრუნა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრი და პროფესიული სასწავლებელი. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. ბაღდათში განვითარებულია კვების მრეწველობაც, აქ არის ღვინის და კონიაკის ქარხნები. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საშენი მასალების წარმოებასაც. რაიონში მოიპოვება და იწარმოება მინერალური წყალი – საირმე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ორი ბალნეოლოგიური კურორტი მდებარეობს: საირმე და ზეკარი. ბაღდათი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო ძეგლების სიმრავლითაც გამოირჩევა, რაც, კურორტებთან ერთად, მის ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. რაიონს უამრავი ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარული სტუმრობს.
წყარო: georgiantravelguide.com
ბაღდათს გაუმარჯოს!
ბაღდათელებს სალამი!