სფინქტერომეტრია – სწორი ნაწლავის მომჭერი აპარატის გამოკვლევა
შეკავების ფუნქციაზე მაორიენტირებელი წარმოდგენის შესაქმნელად, ექიმს გაჩნია გამოკვლევის შემდეგი მეთოდები: დათვალიერება, სწორი ნაწლავის თითებით გამოკვლევა და ანალური რეფლექსის შესწავლა. უკანა ტანის სფინქტერის ძალის ობიექტური შეფასება სფინქტერომეტრიის საშუალებით ხორციელდება.
მეთოდი, რომელიც უკანა ტანის სფინქტერების ძალის ობიექტური შეფასებისთვის გამოიყენება. სფინქტერომეტრია, სფინქტერების ტონუსის რაოდენობრივად განსაზღვრის, სფინქტერების შეკუმშვის მაქსიმალური ძალის და ნებითი ძალის მაჩვენებლის განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
ამ ერთეულების მაჩვენებლების ცვლილებებს გარკვეული პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ.
ტონური შეკუმშვის მაჩვენებელი, უმეტესად უნებლიე (შიგნითა) სფინქტერის ფუნქციური შესაძლებლობის მახასიათებელია, ნებითი ძალის მაჩვენებელი კი უპირატესად, მომჭერი აპარატის ნებითი (გარეთა) კომპონენტის კუმშვადობას ასახავს.
სფინქტერების ფუნქციური მდგომარეობა, საბოლოოდ, კლინიკური მონაცემებისა და ინსტრუმენტული გამოკვლევების მაჩვენებლების გათვალისწინებით ფასდება.
მომჭერი აპარატის ფუნქციის შეფასება, სხვადასხვა მოდელების სფინქტერომეტრის საშუალებით – პროქტოლოგიური ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევის აუცილებელი ნაწილია.
სფინქტერომეტრია – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
📌 ეს მეთოდი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ:
📎 სფინქტერების ტონუსის რაოდენობრივი მაჩვენებელი;
📎 სფინქტერების შეკუმშვის მაქსიმალური ძალის მაჩვენებელი ;
📎 სფინქტერების შეკუმშვის ნებითი ძალის მაჩვენებლი;
🩺 სფინქტერების ფუნქციური მდგომარეობა, საბოლოოდ, კლინიკური მონაცემებისა და ინსტრუმენტული გამოკვლევების მაჩვენებლების გათვალისწინებით ფასდება.
❗️ მომჭერი აპარატის ფუნქციის შეფასება, სხვადასხვა მოდელების სფინქტერომეტრის საშუალებით – პროქტოლოგიური ავადმყოფის სრულყოფილი გამოკვლევის აუცილებელი ნაწილია
👉 შეიტყვეთ მეტი სფინქტერომეტრიის შესახებ სტატიიდან –
#სფინქტერომეტრია #რაარისსფინქტერომეტრია #სწორინაწლავისსფინქტერი #სფინქტერისტონუსისშეფასება #სფინქტერომეტრი #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიკვლევა #პროქტოლოგიურიკვლევისმეთოდები #სფინქტერომეტრიისჩვენებები #სწორინაწლავისმახასიათებლები #სწორინაწლავისკვლევა #სწორინაწლავისკვლევისმეთოდები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გადასვლა >>> ,,კოლოპროქტოლოგია“